მუსიკა დილამშვიდობისა ინტერმედია! 2012, 8 მაისი, 12:41 დილამშვიდობისა ინტერმედიელებო და ჩვენო მკითხველო! უკვე პირველი საათი დაიწყო? რა მნიშვნელობა აქვს. არ გეგონოთ რომ ახლა ავდექი, მაგრამ ჯერჯერობით ნამდვილად დილის განწყობა მაქვს. მგონი მეტისმეტად შევეჩვიე დილით ადრე ასადგომი რომ არ ვარ და არც სკოლაში მაგვიანდება, არც უნიში და არც სამსახურში. პენსიონერი არ გეგონოთ. თუმცა დილის ტკბილი ძილის ძალით შეწყვეტასა და არდაგვიანების მცდელობებსაც თავისი მუღამი აქვს. ოჰ, მაგრამ დღეს არა. გაზაფხულის დილა მართლაც ყველაზე მშვენიერია სხვა დილათა შორის, აბა გაიხსენეთ ზამთრის გაყინული დილა, ადგომა რომ არ გინდათ და ჩამთბარ ლოგინს ვერ სცილდებით, ან ზაფხულის დილა სულ არაფერი რომ არ გაფარიათ, მაგრამ ისე გცხელათ ლოგინში ვერ ისვენებთ და იძულებული ხართ ნაადრევად წამოხტეთ. არა, გაზაფხულის დილა მართლაც მშვენიერია და ჩემი არ იყოს იმედი მაქვს თქვენც ასევე კარგ განწყობაზე გაყენებთ და ენერგიითა და ხალისით გავსებთ. ახლა კი ამ მშვენიერ დილასთან ერთად მისი შესაფერისი მუსიკა მინდა შემოგთავაზოთ, საერთოდაც კარგი იქნება თუ გაზაფხულის ყოველ დილას მუსიკის მოსმენით დავიწყებთ. ყოველ დღეს კი თავისი მელოდია ექნება და ამ მელოდიასავით სასიამოვნოდ გაივლის. 74 6-ს მოსწონს 1-ს არა
|