x
image
მატასი
''GANGNAM STYLE'' - ისტორია და ქართული პაროდიები
image




















''Gangnam Style'' - უკვე მსოფლიოში ცნობილი ვიდეო-კლიპის სახელწოდებაა, მისი შემსრულებელი კი სამხრეთ კორეელი პოპ მომღერალი PSY- გახლავთ. სიმღერა 2012 წლის 15 ივლისს გამოვიდა, როგორც მომღერლის მორიგი ალბომის ''PSY6(Six Rules)part1. -ს წამყვანი სინგლი. 17 ნოემბრისათვის კი მუსიკალური კლიპი საიტ ''Youtube''-ზე, უკვე 740 მილიონ მნახველს ითვლის და არის საიტის ყველაზე მეტჯერ ნაყურები კორეული ვიდეო, ამასთანავე, საიტის ყველა დროის ყველაზე მეტჯერ ნანახ ვიდეოებში მეორე ადგილის მფლობელი.

სახელწოდება ''Gangnam Style'' ლიტერატურულად ითარგმნება როგორც ''მდინარის სამხრეთი'', ოფიციალურად კი იგი აღნიშნავს ადგილობრივი მთავრობის რაიონს ქალაქ სეულში. ეს დასახლება მოსახლეობის რაოდენობის მხრივ(527.641) მეოთხეა, ხოლო სიდიდის მიხედვით მესამე, სეულის რაიონებს შორის.

ასოციაციურად სიმღერის სახელწოდება ამ რაიონის მოსახლეობის, ცხოვრების სტილს აღნიშნავს.


ვიდეო-კლიპმა და მასში ასახულმა ცეკვამ, მართლაც იმხელა პოპულარობა მოიპოვა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში დაიწყეს უამრავი პაროდიების გადაღება. ცეკვა კი თავად ამერიკის 2012 წლის ორეზიდენტობის კანდიდატმა მით რომნიმაც შეასრულა ერთ-ერთი საარჩევნო გამოსვლის დროს. მას არც ''Google''-ს ხელმძღვანელი ერიკ შმიდტი, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი დევიდ კამერონი და ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური მდივანი ბენ კი მუნი ჩამორჩნენ, ამ უკანასკნელმა კი სიმღერა შეაფასა, როგორც ''ძალადობა მსოფლიო მშვიდობისათვის''.

ახლა კი გთავაზობთ ქართველი მოხალისეების მიერ შესრულებულ პაროდიებსა და გაკეთებულ ვიდეოებს.

1.

2.


3.


4.

3
133
12-ს მოსწონს
ავტორი:მატასი
მატასი
133
  
2012, 8 დეკემბერი, 18:45
მადლობააა რა ხანია მაინტერესებს რა უბედურებაა gangnam :D
2012, 17 ნოემბერი, 16:12
მადლობ
2012, 17 ნოემბერი, 16:12
ყველა ვიდეო ნანახი მქონდა..მაგრამ ეგ ისტორია არ ვიცოდი..სტატია კარგია **
0 1 3