შოუბიზნესი ყველაზე ცნობილი ვარსკვლავური დაცემები 2014, 26 თებერვალი, 21:00 ბვერი ოცნებობს გახდეს ვარსკვლავი. მაგრამ ხშირად ავიწყდებათ, რომ ეს სტატუსი მოითხოვს ასევე დიდ პასუხისმგებლობას. ერთ-ერთი მათგანი კრძალავს დაცემას პუბლიკაში. უბრალო მოკვდავისათვის ეს ჩვეულებრივი რაღაცაა. დაეცა - ადგა, გაიფერთხა და გააგრძელა გზა. ვარსკვლავებისათვის კი ყველაფერი სხვანაირადაა. „წარუმატებელ დაფრენას“ აუცილებლად დააფიქსირებენ პაპარაცები და წარუდგენენ საზოგადოებას. ასე რომ, ერთი არასწორი მოძრაობა შეიძლება გახდეს ყველაზე დასამახსოვრებელი ფაქტი ვარსკვლავის კარიერაში. სწორედ ამ პაპარაცების მიერ დაფიქსირებულ ვარსკვლავურ დაცემებს წარმოგიდგენთ ეხლა. 1. ბრიტანელი ქეით მოსის ვირტუოზული დაცემა. ისე დაეცა, რომ შამპანურის ბოკალი არც კი გატეხა. 2. ელტონ ჯონის 60 წლისთავთან დაკავშირებით, გარუჯული ლამაზმანი დონატელა ვერსაჩეს გამოსვლა არც ისე წარმატებული იყო, მაგრამ ფოტოგრაფების ყურადღების გარეშე, რათქმუნდა არ დარჩენილა. 3. ცნობილი მოდელი კარენ ელსონი, საკუთარ კაბაში აიბურდა და გრაციოზულად დაეშვა პოდიუმზე ჩვენების დროს. 4. პაპარაცების ტურადღებას ვერ გაექცა ვერც სამეფო ოჯახი. ცოტა თუ მიხვდება რომ ეს მომხიბვლელი გოგონა კემბრიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონია. 5. ამ სურთზე კი სამეფო ოჯახის კიდევ ერთი წარმომადგენელია - პრინცი ჰარი. 6. ეს კიდევ ავრილ ლავინია ლონდონში კონცერტზე. 7. 80-იანი წლების ცნობილი მოდელი პაულა ჰამილტონი, „შევიდა“ შენობაში ფანჯრიდან. 8. ამერიკელი მომღერალი დაიანა როსიც ვერ გაექცა პაპარაცების ყურადღებას. 9. ლიდსი ლოჰანი ცდილობს თავი შეიკავის დამცავი ბარიერების დახლარებით. 10. მსახიობ მიშელ რაიანის წარუმატებელი „დაშვება“. 11. აგნეს დეინის დაცემა პოდიუმზე, გოგონამ წონასწორობა ვერ დაიცვა მაღალქუსლიანებზე. 12. ნაომი ქემბელის დაცემა, ვივიენ ისთვუდის დეფილეზე, გახდა ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტი ამ დღის. 13. კირა სეჯვიკი დაეცა კევინ ბეიკონის ფეხებთან, „ჰოლივუდის დიდების ხეივანზე“. 14. უმშვენიერესი ჯესიკა ალბას დაცემა. და ბოლოს, გთავაზობთ ცნობილი სახეების დაცემის ამსახველ ვიდეოკოლაჟს. 797 8-ს მოსწონს
|