x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
კიევში აშშ–ს საელჩოს დასაცავად ამერიკელებმა საზღვაო ქვეითები გააგზავნეს.


image

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინის დედაქალაქში, საზღვაო ქვეითები გააგზავნა.
"საზღვაო ქვეითები გავაგზავნეთ, უკრაინის დედაქალაქში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დასაცავად"–განაცხადა აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–მდივანმა.
მას არ დაუკონკრეტებია, რამდენი საზღვაო ქვეითი იქნა გაგზავნილი კიევში საელჩოს დასაცავად. მან ხაზი გაუსვა, რომ დედამიწის ნებისმიერ კუთხეში მყოფი ამერიკის წარმომადგენლების დაცვა მოსალოდნელი რისკებისაგან გახლავთ სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარი პრიორიტეტი. მისივე განცხადებით კიევში ვითარების შესასწავლად და კონსულტაციებისათვის ჩავიდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე უილიამ ბერნსი. მან უკვე ჩაატარა შეხვედრები უკრაინელ პოლიტიკოსებთან, მათშორის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ტურჩინოვთან.

0
119
18-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
119
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0