x
როგორ ავირჩიოთ სწორად პროფესია
კარიერის არჩევა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ''სადარდელი'' საკითხია.ბევრი გეტყვის ''მიჰყევი შენს სურვილებს, ''აკეთე ის რაც ყველაზე მეტად გიყვარს'', მაგრამ სამწუხაროდ, ეს არც ისე კარგი რჩევაა.როცა ამთავრებ სკოლას, შენ შეიძლება ბევრი რამ მოგწონდეს, მაგრამ გიყვარდეს? ეს რთული ამოსარჩევია.


ჩვენ ყველას გვინდა ავირჩიოთ ის პროფესია, რომელიც ბედნიერს გაგვხდის, მაგრამ როგორ გავიგოთ სწორედ ის არის თუ არა, რაც გვჭირდება?

სტატისტიკური გამოკვლევები გვიჩვენებს, რომ ადამიანები ვერ წინაწარმეტყველებენ სწორად იმას, თუ რა საქმე ეყვარებათ მათ მომავალში.ჩნდება კითხვა: როგორ შეიძლება იცოდე გეყვარება თუ არა მსახიობობა, პროფესორობა ან ბიზნესმენობა, თუ არ გამოგიცდია არაფერი მსგავსი ამ სფეროებიდან? შესაბამისად, თუ მოსალოდნელი

''ბედნიერება'' და სიყვარული ვერ იქნება ჩვენი წინამძღოლი საქმიანობის არჩევისას, რა შეგვიძლია ვიყოთ მაშინ?



პირველ რიგში, კარიერის არჩევა შეგვიძლია დავიწოთ იმით, თუ რა უნარ-ჩვევები, ღირებულებები გვაქვს.უნდა ვიცოდეთ, რისი შესაძლებლობები გვაქვს, რომ მომავალში იმას ნამდვილად შევძლებთ.

ზოგი ადამიანი მიდრეკილია წინსვლისკენ, დაწინაურებისკენ და სჭირდება ხელის შეწყობა, ასეთ ადამიანებს ახასიათებთ : კრეატიულობა, აბსტრაქტული აზროვნება, რისკიანობა-თუ ასეთ ტიპს მიეკუთვნებით სასურველია აირჩიოთ ისეთი პროფესია, რომელიც გაზრდის საშუალებას მოგცემთ, მაგალითად ტექნიკური სამსახური ან სოციალური მედია.

ზოგიერთს კი ახასიათებს ანალიტიკური აზროვნება, დაგეგმარება, ყველაფრის დეტალურად განხილვა-თუ ასეთი ადამიანი ხართ, უკეთესი იქნება თუ ისეთ სფეროს აირჩევთ სადაც სტაბილურობა და უსაფრთხოება გარანტირებული იქნება.თქვენ კარგი ხართ სირთულეების გადაწყვეტაში, ყოველთვის გაქვთ გეგმა B, თქვენი ზედმიწევნობა უნდა იყოს გათვალისწინებული, მაგალითად : იურისტი, რომელიც მხოლოდ გარკვეულ კონტრაქტებზე აწერს ხელს.

დიდხასნ იფიქრეთ, სანამ პროფესიის არჩევას გადაწყვეტდეთ.

0
344
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ შუკაკიძე
მარიამ შუკაკიძე
344
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0