x
სხეულის ენა და ტყუილი
სხეულის ენა-ალბათ, ეს სიტყვათა შეთანხმება დღეს ყველა ასაკის ადამიანებისთვის ასე თუ ისე ცნობილია.და მაინც, რას ნიშნავს ის და რისთვის არის მნიშვნელოვანი ჩვეულებრივი ადამიანებისთვის მისი ცოდნა?სხეულის ენა-ეს არის არავერბალური კომუნიკაციის ერთ-ერთი სახე.ჩვენი სხეული მეტ ინფორმაციას გასცემს ჩვენზე და ჩვენს ემოციებზე, ვიდრე ვერბალურად მათი გამოხატვა.ჩვენი სურვილები, მოწონება-არმოწონება, აგრესია, სიხარული, მწუხარება თუ სირცხვილის გრძნობა-ეს ყველაფერი ადვილად შეიძლება შევამჩნიოთ მცირედი დაკვირვების შედეგად.

დამეთანხმებით, ალბათ, რომ ყველა ჩვენგანის სურვილია ვხვდებოდეთ როდის გვატყუებენ და როდის არა.რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალის ცოდნა კი დაგეხმარებათ ამ სურვილის განხორციელებაში.

პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ რომ დაკვირვება აუცილებელია, ხანდახან შეიძლება ესა თუ ის ქცევა ადამიანისთვის უბრალოდ დამახასიათებელი ჩვევა იყოს და სულაც არ მიუთითებდეს ტყუილზე.ახლა კი გავეცნოთ იმ მცირე მახასიათებლებს, რომლებიც შესაძლოა მიგვითითებდნენ ტყუილზე:

1) პირზე ხელის მიფარება-ეს არის ინსტიქტური მოძრაობა, რომელსაც ადამიანი ადრეული ასაკიდანვე ახორციელებს.ის იფარებს ტუჩებზე რამდენიმე თითს ან მთლიანად ხელს, რათა დაიცვას თავის თავი იმ სიტყვების თქმისგან, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს.არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კარგად დავაკვირდეთ მოსაუბრეს.შესაძლოა ეს ნიშანი უბრალოდ აღნიშნავდეს ''გაჩუმდი''.


2)ცხვირზე ხელის შეხება-ტყულის მიმანიშნებელი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჟესტია ცხვირზე ხელის შეხება.გავრცელებულია, რომ ესეც ბავშვობაში დასწავლილი ქცევაა, მსგავსად პირზე ხელის მიფარებისა.თქვენ შეგიძლიათ მარტივად განასხვავოთ ჩვეულებრივი შეხება ცხვირზე და ტყუილზე მიმანიშნებელი ჟესტი.ჩვეულებრივი შეხება არ შემოიფარგლება მხოლოდ მსუბუქად შეხებით, მოფხანვა, ხახუნი და სხვ.

3)კისრის მოფხანვა-კისრის მოფხანვა სახელოს ქვევით 5-ჯერ, ეს კიდევ ერთი ჟესტია, რაც ადვილად მიგვანიშნებს ტყუილზე.

4)ყურზე ხელის მოკიდება-როდესაც, პატარა ბავშვი გაიგებს ისეთ რამეს, რაც მას არ უნდა გაეგონა, ის ყურებზე იფარებს ორივე ხელს, რათა თავი დაიცვას ამ ხმის გაგონებისგან.რა თქმა უნდა, მოზრდილი ადამიანები მეტად აცნობიერებენ თავიანთ ქცევას და ყურების დაფარვის ნაცვლად ისინი ხელს ჰკიდებენ ყურის ბიბილოს, ან მის ზედა ნაწილს.თუმცა, ხანდახან შესაძლოა ეს აღნიშნავდეს იმასაც, რომ თქვენ უკვე დიდი ხანია საუბრობთ და ახლა მასაც სურს რამის თქმა.

5)თვალების მოფხანვა-მსგავსია ყურებზე შეხებისა.ეს შეიძლება იყოს ტყუილის ნიშანი ან იმის, რომ მას არ მოეწონა ის, რაც დაინახა.კაცები ძირითადად უხეშად ეხებიან თვალებს მაშინ, როცა ქალები პირიქით ნაზად აკეთებენ ამ ჟესტს (ალბათ, იმიტომ რომ მაკიაჟის გაფუჭებას ერიდებიან).ორივეს შემთხვევაში ეს შეიძლება ჩავთვალოთ ტყუილის ჟესტად.

როგორც ზემოთ ვახსენე, აუცილებელია გავითვალისწინოთ ის კონტექსტი და სხვა ნიშნები, რომელტაც შევამჩნევთ ადამიანს საუბრისას.აუცილებელია, გვახსოვდეს რომ ეს ნიშნები შეიძლება უბრალოდ ადამიანსი დამახასიათებელი საუბრის მანერა, უბრალო ჩვევა იყოს.

0
213
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ შუკაკიძე
მარიამ შუკაკიძე
213
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0