x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
მშობლების მიერ 30 წლით დამწყვდეული შვილი.

ამ ბოლო პერიოდში რა სახის სტატიას აღარ გადავაწყდი: "9 წლის ბიჭუნა ფეხზე ბორკილ გამომბული", "5 წლის მწეველი ბიჭუნა თამბაქოს გადასაჩვევ სტაციონარში" და დღეს კი რასაც ამ სტატიაში შემოგთავაზებთ, ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს, ბიჭი, რომელიც საკუთარმა მშობლებმა დაამწყვდიეს. არანაირი კონტექსტით არ ვემხრობი მშობლების ამგვარ გადაწყვეტილებებს, მიუხედავად შვილების ფსიქიური არასტაბილურობისა, ჩემი აზრით ეს სრული მარაზმია, თუმცა წარმოშობით ჩინელ "დონ ხაისაც" სწორედ დამწყვდევის ბედი ეწია. რა გახდა მიზეზი ბიჭის მიმართ ასეთი სასტიკი მოპყრობისა?!



"დონ ხაი" არ გამოირჩეოდა ინტელექტუალური მონაცემებით, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა მან ადამიანური ცხოვრებით 16 წლამდე მაინც იცხოვრა, ამ ასაკში დაუდგინდა რა ბიჭის ფსიქიური აშლილობა და როგორც წყარო იუწყება დონმა მოახდინა ადამიანებზე თავდასხმა, მშობლებმა ყველა პრობლემის თავიდან აცილების მიზნით სახლის ეზოში აშენებულ პატარა ოთახში (თუმცა მე უფრო საკანს დავარქმევდი) ჩაკეტეს.

image


მას შემდეგ 30-მა წელმა განვლო და დონი კვლავაც სატუსაღოში სრულიად შიშველი იმყოფება, მასზე კონტროლს მშობლები ახდენენ და ყოველგავრი გასართობის გარეშე, გარე სამყაროს მოკლებული ბედშეგუებული აგრძელებს ცხოვრებას (თუ შეიძლება რომ ამას ცხოვრება ეწოდოს).




მოგეხსენებათ, რომ დონი 46 წელზე მეტის არის და მისი მშობლები ხანდაზმულნი იქნებიან, ამიტომ ჟურნალისტების მიერ აღებულ ინტერვიუში მათ განაცხადეს: "დონს ფსიქიური აშლილობა 16 წლის ასაკში დაუდგინდა, ვინაიდან სამკურნალო სახსრები არ გაგვაჩნდა, ეს გადაწყვეტილება ორივე მშობელმა ერთობლივად მივიღეთ- დონი დავამწყვდიეთ, რათა მას ზიანი არავისთვის მიეყენებინა, ჩვენ კი უკვე მოვხუცდით და გვაღელვებს ის ფაქტი, რომ ჩვენი სიკვდილის შემდეგ დონი თავისუფალი გახდება და განაგრძობს ხალხზე თავდასხმას".


image
image


P.S. თუ კი ასეთი აზროვნების მშობლები ჰყავს, აღარ მიკვირს დონის ფსიქიური აშლილობის მიზეზი. თქვენი არ ვიცი და ვერანაირ გამართლებას ვერ მოვუძებნი მათ საქციელს, უბრალოდ ის მაკვირვებს ყველა მშობელს მშობელი რატომ ჰქვია?!!!



2
219
16-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
219
  
2014, 26 თებერვალი, 14:32
:(((((((((((((((((((((((((((((
2014, 25 თებერვალი, 19:16
რა შემზარავია..და შიშველი რატომღა ამყოფებდბნენ? უნდა გაყინულიყო?:(:(
0 1 2