რჩევები საყიდლებისკენ სწრაფვა 2012, 3 ივლისი, 12:07 დღეისათვის უკვე ცნობილია, რომ საყიდლების მიმართ სწრაფვა- სულაც არ არის სახუმარო. იგი ისე ტკბილად გითრევთ, ისე გამხნევებთ და გაცოცხლებთ, აამებს სულიერ ტკივილებს თითქოს ბალზამი იყოს. გაიხსენეთ: ვიღაცასთან იჩხუბეთ და ფეხებმა თითქოს თავად მიგიყვანათ მაღაზიებში ან სავაჭრო ცენტრში, ან სულაც ბაზრობაზე. თავიდან გსურდათ უბრალოდ სევდიანად გეთვალიერებინათ სამყარო, შემდეგ გადაწყვიტეთ რაღაც მოგეზომათ, კი არ გეყიდათ, არამედ მოგეზომათ! მოკლედ, მნიშვნელობა არ აქვს რა და რატომ, მაგრამ მაღაზიიდან გამოდიხართ ბედნიერი, საყიდლებით ხელში და თითქმის ცარიელი საფულით. ახლა, როცა სახლში დაბრუნდებით, ორი გამოსავალი გაქვთ - ან გიხაროდეთ ცხოვრება და მოიზომოთ შენაძენი, ან თავზე ხელები შემოიწყოთ და სინდისის ქენჯნას მიეცეთ. ამერიკელმა ფსიქოლოგებმა არ დაიზარეს და ჩაატარეს გამოკვლევა ქალებს შორის. მათ სთხოვეს ჩაეწერათ ყველაფერი, რაც ფულის ხარჯვას შეეხებოდა: რამდენჯერ მოინახულეს მაღაზია განსაზღვრულ დროში, რამდენი ფული დახარჯეს სულ და თითო შესვლაზე ცალ-ცალკე. კვლევებმა დააადგინა: ქალები, რომლებიც კვირაში 17 საათს ატარებდნენ მაღაზიებში და ერთ წასვლაზე 200 დოლარზე მეტს ხარჯავდნენ, აღმოჩნდნენ უფრო გამხდრები, ძლიერები და ჯანმრთელები იმ ქალებთან შედარებით, რომლებიც საყიდლებზე შედარებით იშვიათად დადიოდნენ და ნაკლებს ხარჯავდნენ; მათ, ვინც მაღაზიების ხშირი სტუმარია, ნაკლები ნაოჭები აქვთ და თავის ასაკთან შედარებით ახალგაზრდად გრძნობენ თავს. შოპინგის მოყვარულთა უმრავლესობა ძალიან თავდაჯერებულია და დეპრესიით იშვიათად იტანჯება. მკვლევარების დასკვნა მხოლოდ ერთი შეხედვით გააკვირვებს ადამიანს. ყოველმა ჩვენგანმა საკუთარი გამოცდილებიდანაც მშვენივრად იცის, თუ როგორ აუმჯობესებს განწყობას წარმატებული შენაძენი, როგორ ჩნდება ძალები და ახალი იდეები, როცა შეგიძლიათ იყიდოთ ის, რაც გსურთ. როგორ მიცოცავს ზევით თვითშეფასების დონე, როცა "ძვირიანი" მაღაზიის გვერდით გავლისას იცით რომ ახლავე შეგიძლიათ შეიძინოთ ნებისმიერი ნივთი. როცა ხანგრძლივი დროის განმავლობაში ადამიანს არ აქვს შესაძლებლობა იყიდოს ის, რაც ძალიან სურს, იგი ახლოსაა დეპრესიასთან. მაგრამ თუ ეს დაავადებაა? საყიდლების მიმართ ვნება შესაძლოა ნამდვილ დაავადებად იქცეს, როცა იგი გონიერების საზღვრებს გასცდება. ზომიერების გრძნობის უქონლობა სერიოზულ პრობლემად შეიძლება იქცეს. ამასთან ავადდებიან არამარტო შეძლებული ადამიანები. "საყიდლებით დაავადებულებს" შეგვიძლია მხოლოდ ვუთანაგრძნოთ.თუმცა ნებისმიერი საშუალო დონის ფსიქოლოგი მოგცემდათ რამდენიმე რჩევას: დიდ სუპერმარკეტებში უფრო რთულია არასაჭირო შენაძენზე უარის თქმა. ამიტომ უმჯობესია ყველაფერი პატარა მაღაზიებში შეიძინოთ: პროდუქტი - პროდუქტების მაღაზიაში, ტანსაცმელი - პატარა ბუტიკებში. არ ატაროთ თან დიდი თანხები და საკრედიტო ბარათები, ჩაიწერეთ დანახარჯები. ყიდვის მოვალეობა უმჯობესია ოჯახის სხვა წევრს მიანდოთ. თუ შოპინგის საკითხებში ზუსტად საპირისპირო მხარეს იმყოფებით, ანუ ვერ იტანთ მაღაზიებში სიარულს და თავი გტკივდებათ სუპერმარკეტებში - ესეც უკიდურესობაა. შენაძენის გაკეთებისას ხომ ადამიანი დადებით ემოციებს იღებს. მაგალითად, ყოველ ადამიანს განუცდია საკუთარ თავზე ახალი ნივთის მაგიური ძალა: ეს არის, როცა ახალი კოსტიუმის ჩაცმისას რაღაც სხვანაირად გრძნობთ თავს. უფრო თავდაჯერებული ხართ, მიმზიდველი, უკეთესი. ახალი ნივთი ყოველთის ატარებს თავის თავში ცვლილებების სიხარულს. ხოლო თუ იგი ნამდვილად გიხდებათ და გარშემომყოფებიც კომპლიმენტებს გიკეთებენ - ეს არის დოპინგი ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის და თავდაჯერებისათვის. ეს კი ნიშნავს - კარგ განწყობას და თვითკმაყოფილებას. ამიტომ ფსიქოლოგები სერიოზულად გვირჩევენ ახალ ვარცხნილობების გაკეთებას, გარდერობის განახლებას ან ბინის ინტერიერის შეცვლას.რადგან ახალი ნივთი აუცილებლად მოგიტანთ დადებით ემოციებს და...შეავსებს მის მარაგს! 61 1-ს მოსწონს
|