ტექნოლოგიური სიახლეები მუდმივი სანთელი-სრულიად მარტივი და გენიალური გამოგონება 2014, 24 თებერვალი, 19:06 ხელმეორედ "გაცოცხლებული" სანთელის იდეა მარტივი და გენიალურია. მისი ავტორი გახლავთ ბენჟამინ შაინი.ასეთი მუდმივი სანთელი შესაძლებელია მალე თქვენც გქონდეთ სახლში.შანდალი შუშისგანაა დამზადებული, რომელიც ზუსტად იმეორებს სანთლის ფორმას და თან ჩაშვებულია შიგნით ფითილი.როდესაც სანთელი ჩაიღვენთება, გახსნით შუშის ფორმას და უკვე ახალი მზა სანთელი გექნებათ, შემდეგ პროცესს გაიმეორებთ და ასე დაუსრულებლად, ასე რომ მუდმივი სანთელი სახლში გარანტირებული გაქვთ.ამასთანავე იდეის ავტორი ამტკიცებს, რომ მთავარია ცვილი უქმად არ დაიკარგება და არ დააბინძურებს ატმოსფეროს." Rekindle Candle"-ი ჯერ მასიურ გაყიდვაში არ ჩაუშვიათ, თუმცა იდეა იმდენად მარტივია, რომ მანამდე შეგიძლიათ ამის გასაკეთებლად რაიმე გამოუსადეგარი მილისებური ფორმის ნივთი გამოიყენოთ, მაგ.ალუმინი, ხე, სპილენძი და სხვა. 1353 10-ს მოსწონს
|