სხვა ნივთები, რომელთა წყალობით პატიმრებმა ციხიდან გაქცევა მოახერხეს. 2014, 23 თებერვალი, 13:48 ვისაც გამოგიცდიათ დამეთანხმებით და ვისაც არა, ღმერთმა ნურც გამოგაცდევინოთ თუ როგორი აუტანელია ყოველი დღე გატარებული ციხეში, მოწყვეტილი ყოველგვარ გარე სამყაროს. ბევრი პატიმარი შეშლილა ამ ერთფეროვნებისგან, ხოლო ზოგიერთ მათგანმა კი გაქცევის გეგმები შეიმუშავა, რაშიც იმპროვიზირებული ხელსაწყოები გამოიყენა. ცნობილმა ფოტოგრაფმა Mark Steinmets-მა შემოგვთავაზა სერია იმ ყველა აღჭურვილობისა, რომელთა საშუალებითაც პატიმრები ე.წ. "პაბეგს წევდნენ".
1. ხერხი, რომელსაც "საკიდისგან" და სამართებელისგან აკეთებდნენ. 2. თოკი ზეწრებისგან. ფილმებიდან თუ გაქვთ მსგავსი გაქცევა ნანახი და ალბათ ბევრ თქვენგანს ვერც კი წარმოუდგენია ამდაგვარი "პაბეგი". მსგავსი მცდელობა დაფიქსირდა გერმანიის, ჰამბურგის ციხე "Santa Fu"-ში, სადაც ზეწრების თოკის სიგრძე 16 მეტრი იყო. 3. კატაპულტი. Volfenbutel-ის ციხეში შეინიშნა კატაპულტით გაქცევის მცდელობა და პატიმარი ირწმუნებოდა, რომ ეს უბრალოდ "სუვენირი" იყო, თუმცა მას არავინ დაუჯერა და ჩამოართვეს. შემთხვევა 1991წელს მოხდა. 4. თოფი. ერთი შეხედვით არაფერი ფანტასტიკური, თუმცა რკინისა და ფიცრებისგან აწყობილი თოფი რეალურ შედეგს იძლეოდა სროლისას, რისი წყალობითაც პატიმრებს მძევლად აყავდათ დარაჯი და ახერხებდნენ ციხიდან გაქცევას. 5. ტოსტერი. მხოლოდ საკვების გათბობისთვის არ გამოიყენება როგორც ხედავთ ეს ტექნიკა. იგი 80-იანი წლების შუა რიცხვებში პატიმრებმა გამოიგონეს მავთულებითა და ფოლგით. 6. კაუჭი. სიგრძით ოთხნახევარი მეტრის კაუჭებს რკინის მილებითა და ტყავის ნაჭრებით აკეთებდნენ. ამ ხელნაკეთის წყალობით 1987 წელს Ludwigsburg-ის ციხიდან ერთი პატიმარი გაიქცა. 7. პროთეზი. გაქცევის რა მოგახსენოთ, თუმცა პროთეზის მეშვეობით გერმანიის ციხე Santa Fu-ში პატიმები "კონტრაბანდას" ეწეოდნენ. 8. კვერთხი. ასევე Santa Fu-ში იქნა ეს რკინის კვერთხი ნაპოვნი, რომელსაც მავთულხლართების დასაჭრელად იყენებდნენ. 9. თოკის კიბე. ხელნაკეთი თოკის კიბე Volfenbutel-ის ციხეში 1993 წელს აღმოაჩინეს, რომელიც დასაბნევად შახმატის დაფით იყო შენიღბული. 10. მათრახი. ეს ხელნაკეთი აღმოაჩინეს ნარკოდამოკიდებულ ქალთა კოლონიაში Santa Fu-ში. 11. კასტეტი. ჩამორთმეული იქნა 1993 წელს Volfenbutel-ის პატიმრებისგან. 12. "კიპიტელნიკი". (ტიტანი) მოკლედ ალკოჰოლის მოყვარული ადამიანის ფანტაზიას წინ არაფერი უდგას, ამის მაგალითია ხელნაკეთი არყის სახდელი მოწყობილობა. 13. დანა. ხელნაკეთ დანას პატიმრები ასევე გაქცევისთვის იყენებდნენ, მძევლად აყვანილ მორიგეს მიაბჯენდნენ და გარანტირებული ჰქონდათ თავისუფლება. 315 13-ს მოსწონს |
ურალოდ მონტე კრისტოს მაგალითი გავისხესე,დამახრეს და ხელი უცებ ამოწია ისე ახლოს იყო ახლა კი:))))))))))))))))))
მეცინება მაგრამ შენზე მეტად მე მეშინია ამის წარმოდგენის იმიტომ რომ კლაუსტროფობია მაწეუხებს ბავშვობიდან,ლივთშიც კი ვერ შევდივარ მარტო,მომკალით და გრძელ ვიცრო დერეფანში ვერანაირად გავივლი