საზოგადოება ზოოპარკი ადამიანებისგან: შოკისმომგვრელი გართობა XIX და XX საუკუნის დასაწყისში 2014, 21 თებერვალი, 13:27 ![]() მხოლოდ 1935 წელს იქნა ლიკვიდირებული უკანასკნელი ზოოპარკის გალიები ზანგებით ბაზელში და ტურინში.აქამდე თეთრკანიანი მოსახლეობა ხალისით დადიოდა რომ ენახათ ზანგები, ინდიელები და ესკიმოსები. ![]() უკვე XVI საუკუნიდან ევროპაში შემოყავდათ ზანგები, როგორც ეგზოტიკური ცხოველები შიმპანზესთან, თუთიყუშთან და ლამასთან ერთად.XIX საუკუნამდე ზანგებს მხოლოდ მდიდრების სახლებში თუ შეხვდებოდით, ღარიბი გაუნათლებელი თეთრკანიანებისთვის მათი ნახვა წიგნებშიდაც კი შეუძლებელი იყო. ![]() ХХ საუკუნის დასაწყისში ზანგები და სხვა "ეგზოტიკური" ერის ნახვა შეიძლებოდა ბერლინის, ბაზელის, ანტვერპენის და ლონდონის ზოოპარკებში.1902 წელს ლონდონის ზოოპარკში ზანგები 800 000-მა დამთვალიერებელმა მოინახულა. ![]() ![]() იმ პერიოდში ზოოპარკში ზანგების გარდა სხვა ხალხის წარმომადგენლებიც ჰყავდათ:პოლინეზიელები, კანადელი ინიუტები, სურინამელი ინდიელები, აღსანიშნავია, რომ მაყურებლის თვალწინ მათ ძველი რიტუალები უნდა შეესრულებინათ. ![]() ![]() თუმცა დღეს როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, მაინც არის დარჩენილი უკანასკნელი ზოოპარკი, თუმცა არა ევროპაში, არამედ მესამე სამყაროს ქვეყანაში-ინდოეთში, უფრო სწორად ანდამამის კუნძულზე, რომელიც ინდოეთს ეკუთვნის.მათი არეალი შემოღობილია ეკლიანი მავთულებით, რომლის დატოვებაც ზანგებს აკრძალული აქვთ, გასწვრივ გადის გზატკეცილი, სადაც ავტომობილებით შეუძლიათ დამთვალიერებლებს "დატკბნენ ველური დედიშობილა" ზანგებით. 166 6-ს მოსწონს
|