პოლიტიკა სნაიპერმა კიევში ახალგაზრდა ქართველი მამაკაცი მოკლა 2014, 21 თებერვალი, 11:35 უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მოკლეს. როგორც ვრცელდება ინფორმაცია, გარდაცვლილია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი და "თავისუფალი ზონის" წევრი დავით ყიფიანი. მისი ჯავშანჟილეტი სნაიპერის ორი ტყვიითაა გახვრეტილი. დათო კიევში მიმდინარე პროცესების დროს ყოველთვის წინა ხაზზე იდგა. როგორც ამბობენ, მას მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ცნობისთვის: მეორე დღეა მაიდანზე სნაიპერები აქტივისტებს უმოწყალოდ ხოცავენ. ამ დრომდე 70 ადამიანია გარდაცვლილი და არ არის გამორიცხული, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდოს. 2742 4-ს მოსწონს 2-ს არა |
სააკაშვილმა ბევრად მეტი ადამიანი "დაასამარა" მისი ზეობის პერიოდში.
უკრაინაში ხდება ის რაც არ უნდა მომხდარიყო, უნიათო იუშჩენკო ჩაანაცვლა კრიმინალმა იანუკოვიჩმა, რომელმაც სარფიანად ივაჭრა რუსეთთან. მოგვწონს თუ არ მოგვწონს ის ლეგიტიმური პრეზიდენტია, რადგან აირჩია უკრაინის ამომრჩევლების უდიდესმა ნაწილმა.
სხვათაშორის სააკაშვილზე დიდი ბოროტება მას ჯერ არ ჩაუდენია.
1–დაიღუპა ახალგაზრდა კაცი.
2–რუსეთი ააგორებს იდეოლოგიური ომის ახალ ტალღას, ქართველი დაქირავებულების მონაწილეობაზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებში.
ჯავშანჟილეტის ხსენება უფრო ამძიმებს საქმის არსს.