x
კვებითი აშლილობების გამომწვევი ფაქტორები

კვებითი დაავადებები რთული ფსიქოანალიზური საკითხია, რაც მოითხოვს ბევრად მეტს, გარდა სურვილისა თუ მონდომებისა.რადგანაც, კვებითი პრობლება მენტალური აშლილობის ერთ-ერთ ფორმადაა მიჩნეული, აუცილებელია განვაზოგადოთ ის.ეს საშუალებას მოგვცემს ღრმად ჩავიხედოთ ჩვენს ცხოვრებაში.კვება მარტო საჭმელი არ არის, ის დაკავშირებულია ჩვენს ოჯახთან, კულტურასთან, ჩვენი ცხოვრების წესთან და მთელ სამყაროსთან.
რადგანაც კვებითი აშლილობები მთელი მსოფლიოს მოსახლეობას მოიცავს, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ყველასთან მსგავსი ფაქტორები იწვევს ამას.პირიქით, აშლილობებს სხვადასხვა ნიადაგი აქვთ და ვერავინ იტყვის ზუსტად თუ რამ გამოიწვია ის.თუმცა არის 5 ფაქტორი, რაც შესაძლოა იყოს კვებითი აშლილობის გამომწვევი მიზეზი.
1)სტრესი რთულ სამყაროში-
მარტივია დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ძალადობა, ომი, სტრესი, ეკონომიკური კრიზისი სუფევს.ბავშვების მსგავსად, ჩვენ არ შეგვიძლია გამოვხატოთ ჩვენი სტრესული მდგომარეობა მარტივად, რაც იწვევს კვების პრობლემებს.
2)ოჯახი და წარმოშობა-ჩვენი მშობლების ქცევა ბავშვობიდანვე განაპირობებს ჩვევების ჩამოყალიბებას.როდესაც მშობლებს არასწორი დამოკიდებულება აქვთ კვების მიმართ, ბავშვებიც დაისწავლან მსგავს დამოკიდებულებას.გამოკითხვამ აჩვენა, რომ გოგონების 40% იმიტომ იცავდა დიეტას, რომ მათ დედებმა უთხრეს ასე მოქცეულიყვნენ.ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია არასწორი კვების ჩამოყალიბებისთვის.
3)ცუდად მოპყრობის ისტორია-3-დან 1 გოგონა, რომელიც კვების პრობლემას ებრძვის ფიზიკური, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი აღმოჩნდა.როდესაც ბავშვები ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან, ისინი ემოციების კონტროლირების საშუალებად ჭამას მიიჩნევენ, რაც ხშირად იწვევს ანორექსიას, ბულიმიას ან სხვა კვებით აშლილობას.
4)ჩვენი კულტურა- ჩვენ მთლიანად ''ჩაძირულნი'' ვართ მასმედიის გავლენის სფეროში.ყოველდღიურად გვესმის, ვკითხულობთ ინფორმაციას ''ფიზიკური მშვენიერების'' შესახებ.ეს მოქმედებს ადამიანის თავდაჯერებულობზე და ჩვენი წარმოდგენებიც ხდება მეტად არარეალისტური და არასწორი კვებისკენ მიგვითითებს.
ძალიან ხშირად ჩანს, რომ რაც უნდა მრავალფეროვან წონის დასაკლებ პროგრამას მიმართოს ხალხმა, მათი უმრავლესობა მაინც განიცდის ემოციურ სტრესს და ეს უარყოფითად აისახება კვებაზე, ივსებენ დაკლებულ წონას ან იმატებენ მეტს.
აუცილებელია, რომ ყველა ჩვენგანმა გაითვალისწინოს სწორი კვება და ფიზიკური აქტივობა ჯანმრთელობის გარანტიაა.



0
36
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ შუკაკიძე
მარიამ შუკაკიძე
36
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0