x
კავშირი ჯანმრთელობასა და აფილაციას შორის

ადამიანები მიისწრაფვიან ერთმანეთისკენ, ცდილობენ მიეკუთვნებოდნენ ამა თუ იმ ჯგუფს.ადამიანების ერთად ცხოვრებისკენ მისწრაფებას უწოდებენ აფილაციას.ამერიკელი მკვლევარები, მრავალწლიანი გამოკვლევების
შედეგად, რომლებშიც ინტერვიუ აიღეს მრავალი ადამიანისგან, მივიდნენ საერთო დასკვნამდე,
რომ ახლო ურთიერთობები აუმჯობესებს ჯანმრთელობას. მათთან შედარებით, ვისაც სუსტი სოციალური
ურთიერთობები, ისინი ვისაც აქვთ ახლო ურთიერთობები მეგობრებთან, მშობლებთან, ნათესავებთან,
ან თუნდაც ჰქონდათ ძლიერი რელიგიური რწმენა, ნაკლებად იყვნენ მიდრეკილნი ადრე სიკვდილისკენ.


ფინელმა მკვლევარება გამოიკვლიეს 96000 შემთხვევა, როდესაც ცოლი კარგავდა ქმარს, ან
პირიქით და გამოიტანეს დასკვნა, რომ მეუღლის სიკვდილის შემდეგ, უეცარი სიკვდილის შანსი
ორმაგდება!!!
“ისინი ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად, და გარდაიცვალნენ ერთ დღეს’’ -ამ ფრაზაში
როგორც ჩანს მეტი რეალობა ყოფილა ვიდრე გვეგონა.
არსებობს ასევე მოსაზრება რომ ისინი, ვინც იმყოფებიან ახლო ურთიერთობაში, უფრო დალაგებულ
და მოწესრიგებულ ცხოვრებას ეწევიან, უკეთესად იკვებებიან, უფრო კონცენტრირებულნი არიან
ამა თუ იმ სამუშაოზე, ასევე ნაკლებად გააჩნიათ მავნებელი ჩვევები. არ არის გამორიცხული,
რომ ახლო ადამიანების ყურადღება გვაიძულებს ჩვენ უფრო მეტად მივხედოთ საკუთარ ჯანმრთელობას,
შესაძლებელია, რომ როდესაც სოციუმიდან ვგრძნობთ მხარდაჭერას და თანადგომას, ჩვენ უკეთესად
ვუმკლავდებით სტრესულ სიტუაციებს, შესაძლოა ახლო ადამიანები გვეხმარებიან საკუთარი
თავის პატივისცემის შენარჩუნება/ამაღლებაში. როდესაც ჩვენ ვართ რაიმეთი დამწუხრებული,
(არაადეკვატური კრიტიკა, ღალატი და ა.შ. მიზეზს მნიშვნელობა არ აქვს) მეგობრული თანადგომა/რჩევა
შეიძლება საუკეთესო წამალი იყოს ამ სიტუაციიდან თავის დაძვრენისთვის. მაშინაც კი, როდესაც
პრობლემა არ ექვემდებარება განხილვას, ჭკვიანი და ნამდვილი მეგობრები ხვდებიან, რომ
რაღაც ცუდად არის და ცდილობენ რომ გადაგვრთონ სხვა რამე სასიამოვნოზე და გვჩუქნიან
იმის შეგრძნებას, რომ ჩვენზე ღელავენ, ვუყვარვართ და გვაფასებენ.
“ მეგობრობა ეს არის საუკეთესო წამალი ნებისმიერი, ჩვენთვის ცუდი მოვლენისგან’’ ამბობდა
რომაელი ფილოსოფოსი სენეკა. მას, ვისაც ჩვენ ვთვლით ახლო ადამიანად, შეგვიძლია გავუზიაროთ
ჩვენი ტკივილი.
ჯეიმს პენენბეიკერი და რობერტ ო’ჰინორი დაუკავშირდნენ მათ, ვისმა მეუღლეებმაც ან თავი
მოიკლეს ან შეეწირნენ რაიმე კატასტროფას და აღმოჩნდა, რომ ისინი ვინც ამ ტკივილს მარტო
ატარებდა, უფრე მეტად იყვნენ მიდრეკილნი დაავადებისკენ ვიდრე ისინი ვისაც ჰყავდა ახლოს
მდგომი ადამიანები. (უმეტესობა მათთგანი დაავადებული უკვე იყო)

გამოკვლევათა შედეგები
აი რას გვეუბნებიან კვლევები: კოლეჯდამთავრებული 800 ადამიანიდან, რომლებიც გამოჰკითხა
უესლი პერკინსმა 90-იანების დასაწყისში, აღმოჩნდა, რომ ისინი ვინც ახლო ურთიერთობებში
იმყოფებიან, 2-ჯერ უფრო მიზანსწრაფულები არიან ვიდრე ისინი, რომლებიც შედარებით
სუსტი სოციალური ურთიერთობები ჰქონდათ (ზოგი იმასაც კი ამბობდა რომ ძალიან უბედური
და უიღბლო იყო.
კოლექტიური კულტურების ახლო ურთიერთობები გვიცავენ მარტოობისგან,
და ავადმყოფობისკან კი, რომლებიც გამოწვეულია სტრესისგან. არის კვლევები ადარებს ერთთმანეთს,
ძალიან და საშუალო სოციალური ურთიერთობების მქონე ადამიანებს. ძალიან ახლო მეგობრობა,
(აქ იგულისხმება მეგობარი რომელსაც ყველაზე ინტიმურ საკითხებსაც კი ანდობ), იძლევა
ორმაგ ეფექტს! როგორც წერდა ფრენსის ბეკონი “ძალიან ახლო მეგობარი აორმაგებს სიხარულს
და ანახევრებს მწუხარებრს’’. ამას ადასტურებს ამერიკული ნაციონალური ცენტრის დასმულ
კითხვებზე გაცემული პასუხებიც. კითხვა შემდეგი იყო: ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებთანაც
თქვენ ბოლო 6 თვის განმავლობაში განიხილავდით თქვენთვის მნიშვნელოვან თემებსა და პრობლემებს
? მათთან შედარებით ვინც ვერავინ დაასახელა, ისინი რომლებიც 4-5 ადამიანს ასახელებდნენ
60%ით მეტი ჰქონდათ იმის შეგრძნება რომ ბედნიერები იყვნენ.
მიუხედავად ამისა, რიგი გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ ადამიანს, რომელსაც ჩაითრევ
პოტენციურად საშიშ სტრესულ სიტუაციაში, უძლიერდება აფილაციის მოთხოვნილება. ეს გვაძლევს
საშუალებას დავაკვირდეთ მას ორ სხვადასხვა სიტუაციაში, მაშინ როდესაც ის ცდილობს გადალახოს
სტრესი მარტომ, და სხვების დახმარებით. რა თქმა უნდა, სხვების დახმარებით ბევრად მარტივია,
რადგან სხვების გვერდში ყოფნა ამცირებს განგაშს და ამცირებს როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე
ფიზიკური ტრავმის მიღების შანსს.

გამომდინარე ამ ყველაფრიდან, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახლო ურთიერთობები აუცილებელია.მიუხედავად
იმისა, რომ შეიძლება ახლო ურთიერთობების გარეშეც მიაღწიო წარმატებას, ჩიხში შეხვალთ
მაშინ როდესაც ეს წარმატება არავისთვის გვექნება გასაზიარებელ





0
11
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ შუკაკიძე
მარიამ შუკაკიძე
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0