სხვა ერთ თვეში ორი მკვლელობა : ვენესუელაში მეორე სილამაზის დედოფალი მოკლეს 2014, 20 თებერვალი, 21:59 ვენესუელაში, კარაბობოს შტატის ქალაქ ვალენსიაში 22 წლის სილამაზის დედოფალი გენესის კარმონა ქვეყანაში გამართული საპროტესტო აქციის დროს მოკლეს.პროფესიონალი მოდელი და ვენესუელაში გამართული კონკურსის "მის ტურიზმის" გამარჯვებული გოგონა უნივერსიტეტის სტუდენტი იყო და საპროტესტო აქციასაც ამიტომ ესწრებოდა თანაკურსელებთან ერთად.კარმონა შეიარაღებულ თავდამსხმელს ემსხვერპლა, რომელმაც ანტისამთავრობო პროტესტის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნა. მიუხედავად იმისა, რომ დაჭრილი სილამაზის დედოფალი საავადმყოფოში იმ წუთშივე გადაიყვანეს, მისი გადარჩენა მაინც ვერ მოახერხეს ექიმებმა და საოპერაციო მაგიდაზე გარდაიცვალა დედოფალი, რადგან ის თავში იყო დაჭრილი. ოჯახი შოკირებულია მომხდარით. დემონსტრაციაზე 5 ადამიანი მოკლეს და 100 - ზე მეტი დაშავებულია. ვენესუელის ოპოზიცია გარდაცვლილებზე პასუხისმგებლობას მთლიანად მთავრობის მომხრე შეიარაღებულ ძალებს აკისრებს. ამ ფოტოზე კი დაჭრილი მოდელი ჩანს, რომელსაც მთელი სისწრაფით მიაქროლებს მოტოციკლი, თუმცა გადარჩენის მცდელობა სავალალო აღმოჩნდა. ეს უკვე მეორე მკვლელობაა ვენესუელაში 2014 წელს. ერთი თვის წინ, ანუ იანვრის თვეში მსოფლიო შეძრა ინფორმაციამ იმის შესახებ, თუ როგორ ჩაცხრილეს ავტომანქანაში მის ვენესუელა 2004 წლის სილამაზის დედოფალი მონიკა სპირი, რომელიც 2008 წელს იყო დაქორწინებული თავის რჩეულზე. 177 11-ს მოსწონს
|