x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
უნიკალური შემთხვევა: თვითმფრინავის ავარიული დაშვება ჰუდსონზე

image
ეს გახლდათ მეოთხე შემთხვევა მსოფლიო ავიაციის ისტორიაში, როდესაც პოლოტმა თვითმფრინავი წყალზე დასვა მსხვერპლის გარეშე, პირველი მსგავსი შემთხვევა მსოფლიო ავიაციის ისტორიაში 1963 წლის 21 აგვისტოს მოხდა, როდესაც Ту-124 რეისით ტალინი-მოსკოვი ტექნიკური გაუმართაობის გამო მდინარე ნევაზე დაჯდა.
2009 წლის 15 იანვარს თვითმფრინავი Airbus A320 აეროპორტ ლაგუარდიიდან მორიგ რეისს აკეთებდა ნიუ-იორკიდან სიეტლამდე, თვითმფრინავში 150 მგზავრი იმყოფებოდა და 5 ეკიპაჟის წევრი.აეროპორტიდან თვითმფრინავი 15:24-წუთზე აფრინდა, ხომალდის მეთაური იყო გამოცდილი ყოფილი სამხედრო მფრინავი ჩელსი სალემბერგერი, ხოლო მეორე პილოტი ჯეფ სკაილზი.

აფრენიდან 90 წამის შემდეგ, როდესაც თვითმფრინავი 975 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა, თვითმფრინავში ყრუ დარტყმის ხმა გაისმა, მათ წინ ფრინველების გუნდმა ჩაიფრინა.რამდენიმე წამში ორივე ძრავი გამოირთო.პილოტი დიპეტჩერს:"შეჯახება ფრინველებთან, ორივე ძრავი არ მუშაობს, უკან ვბრუნდებით ლაგუარდიაში."დისპეტჩერმა პატრიკ ჰალტენმა გადასცა, რომ მათთვის განთავისუფლებულია მე-13 ზოლი, თუმცა მალევე მიიღო ხომალდის მეთაურისგან პასუხი:"ვერ შევძლებთ", თვითმფრინავი სწრაფად კარგავდა სიმაღლეს, "იქნებ ნიუ-ჯერსიში ტეტერბოროს აეროპორტზე დავჯდეთ"-დიპეტჩერმა წამებში მიიღო პასუხი ტეტერბოროს აეროპორტიდან:"თქვენთვის პირველი ასაფრენი ზოლი თავისუფალია".თუმცა მალევე ხომალდის მეთაურისგან შოკისმომგვრელი პასუხი მიიღო:"ვერ მოვასწრებთ, მდინარე ჰუდსონზე ვჯდებით"...."რააა?!"-არ დაუჯერა ყურებს დისპეტჩერმა პატრიკ ჰალტენმა.რამდენიმე წამში თვითმფრინავი რადარის ეკრანებიდან გაქრა, თვალცრემლიანმა შოკირებულმა პარტიკ ჰალტენმა მუშაობის გაგრძელება ვეღარ შესძლო, ცოლს დაურეკა და ტირილით აცნობა, რომ ამ წუთას მისი მორიგეობის დროს თვითმფრინავი ჩამოვარდა....image

ამასობაში კი აფრენიდან უკვე 6 წუთში 15:31 წუთზე ხომალდი პილოტებმა მოატრიალეს და მდინარე ჰუდონზე დაეშვნენ.მათ 240 კმ.სისწრაფით, საიუველირო ოსტატობით დასვეს თვითმფრინავი წყალზე, ხომალდს ცხვირი ზემოთ ააწევინეს, ხოლო ფრთების მდგომარეობა ზუსტად ჰორიზონტალურად იყო განლაგებული(ამ ორი კომპონენტის გათვალისწინების გარეშე ფატალური ტრაგედია გარანტირებული იყო). დაჯდომის შემდეგ მგზავრების ევაკუაცია საავარიო გასასვლელიდან მოხდა, ისინი ფრთებზე განთავსდნენ.რამდენიმე წუთში კატერები და ბორანი გარს შემორტყნენ თვითმფრინავს, სადაც მგზავრების გადასმა მოხდა.ყველა მგზავრი გადარჩა, მათგან 78 გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში მსუბუქი დაზიანებებით და გაყინვის გამო(ტემპერატურა წყალში 0 გრადუსი იყო).

23 იანვარს თვითმფრინავი А320-ი მდინარიდან ამოიღეს, გამოძიების დასრულების შემდეგ, 2012 წელს თვითმფრინავი კაროლინას საავიაციო მუზეუმმა შეიძინა.

0
1099
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1099
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0