სიახლეები Vorsteiner კაბრიოლეტ Porsche 911 TT–ს განაახლებს 2012, 23 მარტი, 23:26 ის ფაქტი, რომ ავტომობილის გაუმჯობესებასა და ტუნინგ–პაკეტს შესწევს ძალა გააოცოს ავტოსაზოგადოება, ყველასთვის ცნობილია. ამ შემთხვევაში საუბარი კაბრიოლეტ Porsche 911–ზეა, რომლის გაუმჯობესებაზეც Vorsteiner–სა და Wheels Boutique–ს სპეციალისტებმა იზრუნეს. სატუნინგო პაკეტი მოიცავს გაუმჯობესებულ ბამპერებს, ახალ ფარებს, გამშვებ სისტემასა და გადაცემათა კოლოფს. რა თქმა უნდა, ცვლილებები შეეხო ავტომობილის ძრავსაც. მოდელი 3, 8–ლიტრიანი აგრეგატით აღიჭურვა, რომლის სიმძლავრეც 500 ცხენის ძალას შეადგენს. ავტომობილს შესწევს ძალა 100 კმ/სთ 3, 8 წამში განავითაროს. მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 310 კმ/სთ–ს შეადგენს. 28 1-ს მოსწონს
|