x
image
ნინი მელიქიშვილი
როგორ მოქმედებს ნარკოტიკი ადამანის ორგანიზმზე
imageრა არის ნარკოტიკი?

სამედიცინო განმარტება: ნარკოტიკი არის ნივთიერება, სამკურნალო საშუალება, რომელსაც ახასიათებს სპეციფიკური (მასტიმულირებელი, სედატიური, ჰალუცინაციური და სხვა) მოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. ეს არის მიზეზი მისი არასამედიცინო მოხმარებისა და მას ასევე ახასიათებს ავადმყოფური დამოკიდებულება.


ნარკოტიკს ახასიათებს შეჩვევის გამოწვევა – ტოლერანტულობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ხდება თანდათანობით ეფექტის შემცირება - რაც საჭიროს ხდის უფრო და უფრო მეტი დოზის მიღებას შესაბამისი ეფექტის მისაღებად.დამოკიდებულება გამოიხატება უარყოფითის სინდრომით, რაც ცნობილია "ლომკის" სახელით."ლომკა" დგება მაშინ როდესაც ხდება ნარკოტიკის რეგულარული მიღების შეწყვეტა და ხასიათდება ნივთიერებათა ცვლის დარღვევით.ეფექტი შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი – დაწყებული უბრალო დისკომფორტით ან სიმხურვალის შეგრძნებით, დამთავრებული სახსრების გადახლართვით, კრუნჩხვით და ძლიერი ტკივილის შეგრძნებით.


ნარკოტიკის ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე:



image
სუნთქვა


ნარკოტიკი ანალგეზიურ (მგრძნობელობის დამკარგავ) მოქმედებას ავლენენ ქემორეცეპტორებზე, დროთა განმავლობაში ძალიან ეცემა ამ რეცეპტორების აგზნება ნახშირორჟანგის დაგროვების გამო.შედეგად ძალიან ქვეითდება სასუნთქი ცენტრის აგზნება და ნარკომანი მთელი ცხოვრება იმყოფება ჟანგბადის შეიმშილის (ჰიპოქსიის) მდგომარეობაში.ნარკომანები ძირითადად იღუპებიან სუნთქვის შეწყვეტის გამო.თუ მოხდა დოზის გადამეტება 5 წუთში წყდება სუნთქვა, ამ შემთხვევაში დახმარების გაწევის მოსწრება თითქმის შეუძლებელია, თუ მოხუცებულობამდე მიაღწია ნარკომანმა მაშინ ძირითადი გადრაცვალების მიზეზი ისევ ფილტვები ან გულია.


საჭმლის მონელება

image

ნარკოტიკები აქვეითებენ საჭმლის მონელების რეგულაციას.ნარკომანებს უქვეითდებათ გემოვნების შეგრძნება.მათ უკვე აღარ შეუძლიათ მიიღონ სრულყოფილი სიამოვნება საკვებისგან.ქვეითდება მადა.ვითარდება ფერმენტების, კუჭის და ნაწლავის წვენის გამოყოფა.საჭმელი არასრულყოფილად შეიწოვება და გადამუშავდება.ვითარდება 5-10 დღიანი შეკრულობა - რა ხდება ამ დროს ორგანიზმში ამის წარმოდგენა თქვენთვის მომინდია.


image
გულ-სისხლძარღვთა სისტემა


დაქვეითევულია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირება.ქვეითდება უჯრედების მომარაგება აუცილებელი ნივთიერებებით და მათი გაწმენდა.შედეგად უჯრედები ნაადრევად ბერდებიან და იშლებიან - ნარკომანის გულ-სისხლძარღვთა სისტემა ხდება ისეთივე, როგორიც ღრმა მოხუცებისა.


სქესობრივი შესაძლებლობები

image


ნარკოტიკის ზემოქმდებეით ქვეითდება სქესობრივი შესაძლებლობები და სურვილები.ექიმი-გინეკოლოგების დასკვნით ნარკომან გოგონებს უვითარდებათ როგორც გარეგანი ისე შინაგანი სასქესო ორგანოების ატროფია (განლევა). სქესობრივი მდგომარეობის მიხედვით ეს გოგონების გვაგონებენ მოხუც ქალებს. ისინი გამოუსადეგარნი არიან პროსტიტუციისთვისაც კი.


ფსიქიკა

image

ნარკომანებს აქვთ საშინელი ტკივილები, რომელსაც თან ახლავს ტანჯვა, დისკომფორტი და ცუდი ხასიათი.ეს ყოველივე დგება ნარკოტიკის მიღების შემდეგ წარმოქმლი ეიფორიის(კაიფის) დასრულებიდან მალევე ახალი დოზის მიღების მოთხოვნილების გამო.


და ბოლოს სანამ დადგები იმ გზაზე რომელსაც მიყავხარ –არსად - დაფიქრდი!!!!

0
3863
4-ს მოსწონს
ავტორი:ნინი მელიქიშვილი
ნინი მელიქიშვილი
3863
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0