საზოგადოებრივი მასონები ჩვენს რეალობაში 2014, 11 იანვარი, 21:24 მასონები....მსოფლიო მმართველობა..გლობალიზაცია..ამ ბოლო დროს ეს
სიტყვები ხშირად ჟღერს გაზეთებში.მასონური ორგანიზაციის დევიზია: " მოისმენა, დანახვა, გაჩუმება." ვინ არიან მასონები? ამ კითხვაზე პასუხი ასეთია - ისინი არიან ადამიანები, რომლებიც მართავენ მსოფლიოს.მათ რიცხვებში არიან მსოფლიოს ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ადამიანები: ჯორჯ ვაშინგტონი, ჰენრი ფორტი, ვინსტონ ჩერჩილი, ალფრედ ნობელი და კიდევ უამრავი სხვა.მათ ადანაშაულებენ მსოფლიო ეკონომიკის
რღვევაში და საბჭოთა კავშირის დაშლაში.სინამდვილეში დღეს მსოფლიოში არ არის ქვეყანა, სადაც არ არის შენობა, რომელსაც მასონური ტაძარი ეწოდება.ამ შენობებში უკვე 300 წელია მიმდინარეობს მასონური სამუშაოები. არ აქვს მნიშვნელობა შავკანიანი ხარ თუ თეთრ კანიანი, ბუდისტი ქრისტიანი თუ მუსლიმანი - ამ ტაძარში ისინი ერთიანები არიან.
ისინი უცნაური ჟესტით ესალმებიან ერთმანეთს დააკვირდით ამ ფოტოებს:
მკვლევარები ირწმუნებიან, ეს ჟესტი ნიშნავს მასონების ელიტური კლუბის წევრობას, ამ კლუბში კი უბრალო მოკვდავი ვერ მოხვდება. როგორ წარმოიშვა მასონიზმი? ფრანკმასონისზმის წარმოშობა მჭიდროდაა დაკავშირებული შუა საუკუნეებში შექმნილ გილდიებთან და ძმობასთან. ინგლისში, საიდანაც წარმოიშვა მასონიზმი, პირველი ცეხები გაჩნდა XII საუკუნეში, მაგრამ ამ ცეხებმა მუშაობა XV საუკუნეში დაიწყეს.ისინი თავიდან აკონტროლებდნენ ჯერ ქალაქს, შემდეგ კი მთელ ქვეყანას. ზოგი ცეხი იმდენად გაძლიერებული იყო, რომ შეეძლო გაეგზავნა თავისი წარმომადგენელი ადგილობრივი ხელისუფლების კრებებზე, მიეღო მას მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში და ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ჩარეულიყო ქვეყნის მმართველობაში.პირველი ოფიციალური დოკუმენტები, მასონური ორგანიზაციის შესახებ XIV- XV საუკუნეებით თარიღდება.ამ დოკუმენტებიდან ჩანს, რომ მასონები იკრიბებოდნენ საიდუმლო შენობაში და იქ წყვეტდნენ საიდუმლო და მნიშვნელოვან საკითხებს.იმ მასონებს, რომლებსაც ოჯახი არ ყავდათ ამ შენობებში ცხოვრობდნენ. როგორც კვლევების შედეგად გაირკვა მასონების გეგმა ასეთია: ყველა ადამიანს მთელ მსოფლიოში მიენიჭოს საიდენტიფიკაციო ნომერი.ორგანიზაციის ნებისმიერ წევრს შეეძლება ნებისმიერ ადამიანზე, ნებისმიერ დროს, მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია.რას ჭამს, რას ლაპარაკობს, რა აცვია.მეცნიერების თქმით მოსახლეობისგან იქმნება ადამიანი-მონები.ყველა მდიდარი ადამიანი შევა მსოფლიო მმართველობის ორგანიზაციაში, დანარჩენი ადამიანები იქნებიან მონები. რა იგულისხმება მონობაში? იმისათვის ჩააბარო იმ უნივერსიტეტში სადაც გინდა, იმისთვის რომ შეიცვალო სამსახური, საცხოვრებელი ადგილი, იმისათვის რომ დაოჯახდე და გააჩინო შვილები - გჭირდება მათი თანხმობა. ახლა კი გიტოვებთ ვიდეოს, რომელიც უფრო ვრცლად მოგვითხრობს ამ საკითხის შესახებ. 2073 20-ს მოსწონს
|