ცომეული როგორ მოვამზადოთ სოკოს პიცა 2014, 18 თებერვალი, 22:09 ალბათ პიცა ყველასათვის საყვარელი საკვებია, მაგრამ ზოგს შეიძლება გემრიელი პიცა არ გამოსდის. ამიტომ მე გასწავლით რეცეპტს, რომლითაც თქვენი პიცა უგემრიელესი გამოვა და აღარ მოგიწევთ პიცის მირთმევა გამოძახებით. პიცა წარმოადგენს იტალიურ, კერძოდ, ნეაპოლიტანური სამზარეულოს ნაწილს, რომელმაც დღესდღეობით სხვადასხვა კულტურებში ფართო გავრცელება ჰპოვა.
ინგრედიენტები: 200 გრ. ხაჭო 4 ს/კ რძე 100 მლ ზეითუნის ზეთი 500 გრ. ფქვილი 2 ჩ/კ საფუარი 250 გრ. ქამა სოკო 1 ს/კ ლიმონის წვენი 250 გრ. ლორი 200 გრ. სულგუნი 350 გრ. გახეხილი პამიდორი ხმელი რეჰანი 4 ცალი კვერცხი დაკეპილი ქინძი კამა შავი პილპილი მარილი როგორ მოვამზადოთ: ათქვიფეთ ხაჭო, რძე, მარილი და ზეითუნის ზეთი, შეაზილეთ ფქვილი და საფუარი. მიღებული ცომი 30 წუთით შედგით მაცივარში. გასუფთავებულ, დაჭრილ სოკოს მოაპკურეთ ლიმონის წვენი, მოაფრქვიეთ მარილი და პილპილი. პამიდორი გაფცქვენით და დაკეპეთ. ლორი და სულგუნი კი წვრილად დაჭერით. გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსამდე. ცომი გააბრტყელეთ ცხიმწასმულ განიერ ტაფაზე, დაჩხვლიტეთ, წაუსვით დაჭყლეტილი პამიდორი, გემოვნებით – სანელებლები, მოაყარეთ დაკეპილი ლორი და სულგუნი, რეჰანი, მწვანილი, სოკო და მოასხით კარგად ათქვეფილი კვერცხი. შედგით ღუმელში და გამოაცხვეთ. გასინჯეთ ნამდვილი პიცის გემო - გემრიელად მიირთვით. 183 5-ს მოსწონს
|