x
image
დათო შვანგირაძე
ახალი საავტომობილო ჯარიმები + (ვიდეო)

image1 მარტიდან ახალი აკრძალვები ამოქმედდება მძღოლებისთვის და ავტომობილის მფლობელებისთვის, ავტომანქანის ზღვაში, ტბაში, მდინარეში ან სანაპიროდან 10 მეტრის რადიუსში გარეცხვა შესაძლოა 50 ლარი დაგიჯდეთ, ავტომობილის გაჩერების შესახებ საპატრულო პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი 300 ლარით დაჯარიმდებით.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილებების მიხედვით რომელიც 2014 წლის პირველი მარტიდან ამოქმედდება, თქვენ ამ გვარი ქმედებისთვის არც მეტი არც ნაკლები 50 ლარით დაჯარიმდებით.ასევე იცვლება პირობები მართვის მოწმობის მქონე 18 წლამდე პირებისთვის, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მძღოლად მუშაობის ან შემოსავლის მიღების მიზნით მგზავრების გადაყვანის შემთხვევაში ის 100 ლარით დაჯარიმდება, 300 ლარით დაჯარიმდება მძღოლი რომელიც საპატრულო პოლიციის მოთხოვნას ავტომობილის გაჩერების შესახებ არ დაემორჩილება, თითოეული ამ ნორმის სამჯერ დარღვევის შემთხვევაში მძღოლს მართვის უფლება 1 წლით ჩამოერთმევა.

0
1479
10-ს მოსწონს
ავტორი:დათო შვანგირაძე
დათო შვანგირაძე
1479
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0