![საიდუმლო გამჟღავნდა: წელს ლეონარდო
დიკაპრიო ოსკარს მიიღებს image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201402/2014021816075920468.jpg)
საიდუმლო, რომელიც ოსკარის დაჯილდოვებაზე უნდა გამხდარიყო ცნობილი მოულოდნელად, უხერხულ სიტუაციაში გამჟღავნდა: "
CNN"-ის ერთ-ერთ სიუჟეტში, რომელიც ოსკარის დაჯილდოვებას ეხებოდა, ჟურნალისტი ეწვია ადგილს, სადაც გამარჯვებული მსახიობებისათვის ჯილდოებს ასხამენ. ერთ-ერთ მათგანზე, კი აღნიშნული იყო, ლეონარდო დიკაპრიო, როგორც საუკეთესო როლის შემსრულებელი მამაკაცი.
ლეონარდო დიკაპრიო მარტინ სკორსეზეს ფილმით "უოლ-სტრიტის მგელი" ნომინირებული იყო ოსკარზე, როგორც საუკეთესო მსახიობი მამაკაცი. მის გარდა ამ ნომინაციაზე კიდევ წარდგენილინი გახლდნენ: კრისტიან ბეილი, ბრუს დერნი, ჩივეტელ ეჯიოფორი, მეთიუ მაკ-კონეჰი.
![საიდუმლო გამჟღავნდა: წელს ლეონარდო
დიკაპრიო ოსკარს მიიღებს image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201402/2014021816090920468.jpg)
მიუხედავად ბევრი უზადოდ შესრულებული როლისა, ლეონარდო დიკაპრიო პირველად გახლდათ წარდგენილი ოსკარზე, როგორც მთავარი როლის შემსრულებელი მამაკაცი მსახიობი. ის ასევე გახლდათ წარდგენილი, როგორც მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მამაკაცი ორჯერ, ფილმებისთვის: "
Aviator" და "
Gilbert Grape".
ჟურნალისტის მიერ გადაღებული კადრები ინტერნეტსივრცეში გავრცელადა. ჯილდოების კონფედენციალურობაზე პასუხისმგებელმა პირებმა კი განაცხადეს, რომ ოსკარზე ნომინირებული ყველა მსახიობის სახელზე ისხმება ქანდაკება. თუმცა ამ თავისმართლების უკვე არავის სჯერა.
![საიდუმლო გამჟღავნდა: წელს ლეონარდო
დიკაპრიო ოსკარს მიიღებს image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201402/2014021816093920468.jpg)