x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138444
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512071
10 ყველაზე სულელური ომი კაცობრიობის ისტორიაში
ყველას მოეხსენება, რომ ომი საშინელებაა, დანგრეული ინფრასტრუქტურა, დაკარგული ტერიტორიები, ლტოლვილები და რაც მთვარია დაღუპული ადამიანები, თუმცა ომიცაა ომიც, გთავაზობთ ყველაზე სულელური და უაზრო ომების ისტორიას.image 1-ნიუ იორკში (1655-წ.) იყო ნამდვილი ომი, როდესაც თეთრკანიანებს მობეზრდათ ინდიელები, რომლებიც სხვათა შორის მშვიდობიანად ცხოვრობდნენ მანჰეტენზე, ინგლისელებმა მარტივი მიზეზი მოუგონეს:ინდიელმა გოგონამ ინგლისელი მაღალჩინოსნის ბაღიდან მოიპარა ატამი..ინგლისელებმა ომის შედეგად თითქმის მთლიანად ამოწყვიტეს ინდიელები, ისტორიაში ეს ომი "ატმის ომების" სახელწოდებით შევიდა.

2-კისრიდან ჩამოწყვეტილი საქორწინო საჩუქრის, -მარგალიტის მძივების გამო იბრძოდნენ 4 წელი ერთმანეთში ორი ვიკინგის ტომი და ვარაუდობენ, რომ სწორედ ამ ომის შემდეგ ჩამოყალიბდა ორი ერი: შვედები და ნორვეგიელები(არა და შეიძლება დღესაც ერთი ერი ყოფილიყო).სხვათა შორის მარგალიტის სამკაული ბრწყინვალებით ნამდვილად ვერ გამოირჩეოდა, ერთი ჩვეულებრივი უხეშად დამუშავებული 3 ცალი მდინარის მარგალიტი იყო, ტყავის ზონარზე ჩამოკიდებული.

3-საფრანგეთის და ესპანეთის მონარქებს უყვარდათ ხოლმე ქალის დამცირება, ხან ერთი მეფე, ხან მეორე "დაითრევდა" ხოლმე სხვის ცოლს ან საყვარელს და როგორც ხშირად ხდებოდა ხოლმე, ქალი მეტოქე მეფის სისხლით ნათესავი აღმოჩნდებოდა.ამის გამო ესპანეთსა და საფრანგეთს შორის 4-ჯერ გაჩაღდა ომი, მათ შორის ყველაზე ხანგრძლივი 7.5 წელი გაგრძელდა.

4-ბრიტანელები ვერ იყოფდნენ მიწებს ესპანელებთან და პორტუგალიელებთან.მესმის იბრძოლო სიტყვაზე აფრიკისთვის, მაგრამ..მოხდა კურიოზული ამბავი:ბრიტანელები 4 წელი იყვნენ ციხე-სიმაგრეში გამაგრებულები და გააფთრებული იცავდნენ კუნძულს, რომელიც შემდეგ როგორც აღმოჩნდა იმდენად პატარა იყო, რომ ციხე-სიმაგრეში მთლიანად მოთავსდებოდა.


5-ბრაზილიაში მაღალჩინოსანს არ გაუნაწილეს კონტრაბანდული კუბური სიგარა.ომი 3.5 წელი გრძელდებოდა.

6-შუა საუკუნეები ჩინეთში ომს 15 000 ჯარისკაცი შეეწირა, მიზეზი კი მარტივი იყო: ერთმა არისტოკრატმა მეორეს კამათის დროს წვერებზე მოქაჩა.აბა ეს შეურაცხყოფა როგორ უნდა აეტანა?

7-1834 წელს აფრიკაში დაიწყო ომი ორ ტომს შორის, რომელბმაც ფაქტიურად ამოწყვიტეს ერთმანეთი, მიზეზი დაკარგული ძროხა გახდა-ვარაუდობდნენ რომ შეიძლება ჭაობში ჩაიხრჩო, კლდეზე გადაიჩეხა ან მხეცმა შეჭამა, მაგრამ "გრძნეულმა" შამანმა განაცხადა, რომ ძროხა მეზობელ ტომის ხალხმა მოიპარა!image

8-იაპონია-დიდ მხედართმთავარ სიოგუნთან სტუმრობისას ელჩები ტახტისგან ნახევარი მეტრის მოშორებით უფრო შორს დადგნენ, ვიდრე ეტიკეტი ითვალიწინებდა და მუხლებზე დამხობილები გათვალისწინებულზე ნახევარი წუთით ადრე ადგნენ.შურისძიების სისხლიანი გარჩევა 250 წელი გაგრძელდა და შეიწირა 150 000 ადამიანი, კუნძული ჰოკაიდოს ორი მესამედი კი გადაწვეს.

9-ასურეთი-ისტორიაში ეს "კუს ომის" სახელწოდებით შევიდა, რომელიც თითქმის 500 წელი გაგრძელდა.ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სტუმარმა მეზობელი ქვეყნიდან არ აიღო ძირს დაგდებული კუს ბაკანი, რომელიც დედოფალს დაუვარდა.ასურეთის მეფეს ეს ეწყინა და...

10-1249 წელს ერთი ჯარისკაცი ბოლონიიდან მოდენაში გაიქცა და თან წაიყოლა ძველი მუხის სათლი, საიდანაც ცხენს აჭმევდა ხოლმე.ბოლონიის ხელისუფლებამ განა დეზერტირის გადმოცემა მოითხოვა, არამედ მუხის სათლის.მიიღეს რა უარი, ბოლონიამ დაიწყო ომი მოდენას წინააღმდეგ, რომელიც 22 წელი გაგრძელდა.

2
512
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
512
  
2014, 20 თებერვალი, 21:26
რო დაუფიქრდე სადგაც მაინც გაგეცინება :)
2014, 17 თებერვალი, 12:35
სატირალია
0 1 2