სხვა დროსა და სივრცეში 2014, 14 თებერვალი, 17:45 ტელეპორტაცია ფიზიკური სხეულით დროსა და სივრსეში, ელვის-ებური სისწრაფით გადაადგილებას ნისნავს. კიევ-პეჩორის მატიანე გვამცნობს: წმიდა ევსტრატი მტარვალებმა საკანში გამოამწყვდიეს თუ არა, უმალ გაუჩინარდა და თვალის დახამხამებაში ფიზიკური სხეულით, ჯაჭვით მხარგაკრული, სახენაიარევი პეჩორის მამათა მონასტერში გაჩნდა. პეჩორის მამათა მონასტერი ბერი ნიკონი მტერმა დაატყვევა. როგოც ჩანს, ბერს ისე უნდოდა მონასტერში დაბრუნება, რომ ეს სურვილი სახეზე ცხადლივ აღებეჭდა. დარაჯებმა ეს აშკარად დაინახეს. იფიქრეს, ღვთისმსახური გასაქცევად ემზადებაო. მარჯვენა ფეხის წვივი გაუხვრიტეს და კედელზე მიაბეს. მესამე დღეს, (იუწყება მემატიანე) დარაჯები ბერის ახლოს იარაღშემ- ართულნი ისხდნენ. მოულოდნელად ერთ-ერთი მცველი ფეხზე წამოი- ჭრა და შეშინებული აყვირდა. ბერი თვალსა და ხელს შუა გაუჩინარდა. ნიკონი ყველასათვის მოულოდნელად წმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში მლოცველთა შორის გაჩნდა. სწორედ იმ დროს, როცა ტაძარში მწუხრის გალობა იწყებოდა. ბერ-მონაზვნის იარებს დიდი ხნის მკურნალობა დასჭირდა, თუმცა არავინ იცოდა, როგორ დააღწია ნიკონემ ტყვეობას თავი... XXსაუკუნის ყველაზე ხმაურიანი ტელეპორტაცია ამერიკის შეე-რთებული შტატების წყალქვეშა ხომალდს უკავშირდება. ეკიპაჟს საწვრთნელი ვარჯიშები ატლანტის ოკეანეში ჰქონდა. მოულოდნელად მეზღვაურებს ძლიერმა ბიძგმა გონება აურია. ელვისებურად წყალქვეშა ხომალდი ათასობით კილომეტრის დაშორებით აღმოჩნ-და. ამ შემთხვევას ეკიპაჟის რამდენიმე წევრის სიცოცხლე შეეწირა. სიკვდილს გადარჩენილები საიდუმლო სამსახურების ყურადღების ცენტრში მოექცნენ. მიმდინარეობდა მათი ინტენსიური დაკითვა, ყველ-ას აინტერესებდა ტელეპორტაციის უშუალო მონაწილეებისგან იფორმაც-იის მიღება. თუმცა მათი მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა, რადგან ეკიპაჟის გადარჩენილი წევრები ფსიქიკურად შეიშალნენ. ერთ-ერთი ვერსიით, ეს იყო ხელოვნური ტელეპორტაცია, რომელიც აშშ-ის სპეც- იალურმა სამსახურებმა დაგეგმეს და შეასრულეს. როგორც პარაფსიქოლოგები ხსნიან, ტელეპორტაციას, ისევე როგორც სხვა შეუცნობელ მოვლენებს, ადამიანის სულის მდგომარეობა განაპირობებს. ის უბრძანებს სხეულს, რის შედეგადაც ადამიანი მყის- იერად, მატერიალური ფორმით, ათასობით კილომეტრზე გადაადგილ- დება, მაგრამ თუ ყველაფერი ქვეცნობიერისგან დამოუკიდებლად მოხდა, ტელეპორტაციას შეიძლება ადამიანის სიცოცხლე შეეწიროს. რუსეთში კომუნისტური მმართველობის პერიოდში, მოხდა იმ დროისათვის სრულიად ამოუცნობი მოვლენა. ომსკის რაიაღმასკომის შენობის ფოიეში ახალგაზრდა მამაკაცი გამოჩნდა. გარეთ 40-გარადუსი ყინვა იყო, უცნობი კი თეთრ პერანგსა და რუხ თხელ პიჯაკში იყო გამო-წყობილი. თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა და ცდილობდა ვინმეს გამოლაპა- რაკებოდა. ხალხი გარს შემოერტყა და ცნობისმოყვარეობით მისჩერებ- ოდა "არსაიდან" მოსულ ადამიანს, რომელიც მათთვის გაუგებარ ენაზე მეტყველებდა.რამდენიმე წუთის სემდეგ გაირკვა, რომ უცნობი პარიზში, საკუთარ კაბინეტში იჯდა და მოულოდნელად ცინბირში ამოყო თავი. "სად ვარ, აქ როგორ მოვხვდი?" - უკვირდა უცხოელს, თუმცა საბჭოთა მოქალაქეებმა კარგად იცოდნენ, რომ კაპიტალისტთან ლაპარაკის უფ- ლება არ ჰქონდათ და მილიცია გამოიძახეს.ეს საქმე მოსკოვამდე მივიდადა გამოსაძიებლად უშიშროების სპეციალურ განყოფილებას გადაეცა. თუმცა გამომზიებელი დიდხანს ამაოდ ელოდა ფრანგ პატიმარს. როცა დარაჯებმა საკნის კარი გააღეს, უცხოელი იქ აღარ დახვედრიათ. საინტერესოა ტელეპორტაციასთან დაკავშირებით ლამაიზმის (ბუდიზმის სახესხვაობა ტიბეტსა და მონღოლეთში) დამოკიდებულება. სივრცეში მომენტალური გადაადგილების მაგალითი უხვადაა Alexandra David-Neel-ის ჩანაწერებში. ერთ-ერთი შემთხვევა დაემთხვა მკვლევარის ტიბეტში ყოფნას, თანაც ის ამ ამბის მთავარ გმირს, განდეგილს - პირადად იცნობდა. მონასტრის წინამძღვარს სურდა, ამ განდეგილს, როგორც მის სულიერ მოძღვარს, ერთ-ერთ საეკლესიო ღონისძიებაში მიეღო მონაწილეობა. წესის თანახმად, განდეგილს დახურული ტახტრევანი, მზიდავები და ესკორტი გაუგზავნა. განდეგილი ჩაჯდა, კარები დაკეტეს და მზიდავები გზას დაადგნენ. ხალხი მას მონასტრის კარიბჭესთან ელოდებოდა. მოულოდნელად დაინახეს მცხუნვარე მზეში, მტვრიან გზაზე მომავალი ფეხშიშველა განდეგილი. მისი "ესკორტი" კი ერთი საათის შემდეგ გამ- ოჩნდა. მხლებლები განცვიფრდნენ, როცა ტახტრევანის კარი გააღეს და იქ აღარავინ დახვდათ. ტიბეტელი განდეგილისგან განსხვავებით, აღფროვანებით არავინ შეხვედრია 12 წლის წინ გაუჩინარებული ქართველი - "გრიშა კერატიშვილის" შინ დაბრუნებას. ის ამჟამად 40 წლისაა. 22 წლის კერატიშვილი ჯარში მსხურობდა, დაახლოებით შუადღის სამი საათისთვის, როცა მისი ნაწილი სადილად იხმეს, გრიშა არ გამოცხადდა. მთელი ნაწილი გადაჩხრიკეს, მაგრამ მის კვალს ვერ მიაგნეს. იფიქრეს, თავნება ჯარისკაცი ნაწილიდან გაიქცაო და მის მიმართ დეზერტირობის მუხლით, სამხედრო პროკურატურამ საქმე აღძრა.სანამ თავზარდაცემ- ული მშობლები შვილის კვალის მიგნებას ცდილობდნენ, გრიშა სამხედრო ნაწილიდან დაახლოებით 1500 კილომეტრის დაშორებით, სამხრეთ თურქეთის პატარა სოფელ შარუაში, ჩადრიან ქალებს შორის ცდილობდა გზის გაკვლევას... - სამხედრო ნაწილში აუტანელი პირობები იყო, ერთი წელი ნამდვილ ჯოჯოხეთში გავატარე. ამდენი სტრესის შემდეგ, როცა ჩემთვის სრულიად უცხო სამყაროში აღმოვჩნდი, ვიფიქრე, ჰალუცინაციები დამ- ეწყო და რეალობის აღქმა დავკარგე-მეთქი, - იხსენებს გრიშა კერატიშ- ვილი. მას ტელეპორტაციის მომენტში წამიერად ფიზიკური ტკივილის შეგრძნება დაეუფლა, თუმცა სივრცეში გადაადგილება იმდენად სწრაფად მოხდა, რომ კონკრეტულად რა გნცდა ჰქონდა, ტვინმა სრულყოფილად აღქმა ვერ მოასწრო. "იმ სოფელში სულ რამდენიმე ათეული კომლი ცხოვრობს. მათ ჩემი არ ესმოდათ, მე მათი. ორი დღე და ღამე ფეხით ვიარე იმ იმედით, რომ რაიონულ ცენტრამდე ან სამართალდამცველები შემნიშნავდნენ, ან საელჩომდე მივაღწევდი", ამბობს კერატიშვილი. თუმცა გრიშამ რამდენიმე წელი საქართველოში დაბრუნება ვერ მოახერხა, მაგრამ ეს უკვე სხვა ამბავია... 57 3-ს მოსწონს
|