სელენ დიონის სახლის ინტერიერი.
ცნობილ ადამიანებს, რომლებსაც ცოტაოდენი კაპიტალი მაინც
გააჩნიათ, უკვე ჩვევად ექცათ სასახლეების ყიდვა, რომლებზედაც მილიონობით ფულს ხარჯავენ, სჭირდებათ ეს მათ თუ არა. ასევე აქვთ იქ გასატარებელი დრო თუ არა. ეს ყველაფერი მხოლოდ მათ პრესტიჟს
აღამაღლებს საზოგადოებაში.
საყოველთაოდ ცნობილმა მომღერალმა სელენ დიონმა და მისმა
მეუღლემ გადაწყვიტეს თავიანთი სახლი, უფროსწორად კი შატო, გასაყიდად გაიტანონ. სახლი მონრეალში მდებარეობს და მისი ფასი 29, 7 მილიონ დოლარს აღწევს. ეს კვებეკის პროვინციაში ყველაზე ძვირადღირებული სახლია. სახლის გაყიდვა წყვილმა იქიდან გამომდინარე გადაწყვიტა, რომ დროის უქონლობის გამო, საკმარისი დრო არ რჩებათ იქ გასატარებლად. რა თქმა უნდა, სელენ დიონის მსოფლიო ტურნეებიდან გამომდინარე.
ფრანგულ-ნორმანდიული სტილის შატოს გარს არტყავს დიდი
გალავანი, კუნძულ ლევალის მახლობლად. აქვს საკუთარი ხიდი და უსაფრთხოების პოსტი.
ვილა აღჭურვილია ლიფტით, სპორტული დარბაზით, სათამაშო
ოთახით, ქვის მარნით, გარე და შიდა აუზებით.
ახალ მფლობელებს შეეძლებათ დაამატონ სხვა დამხმარე ავტოსატრანსპორტო საშუალებები.
სასახლის ყველა ფანჯარა ულამაზესი წყლის ხედებით გამოირჩევა.
მყიდველებს შეუძლიათ შექმნან ალტერნატიული მისასვლელები კუნძულთან, გარდა იქ მდებარე ხიდისა.