x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139007
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512554
გასეირნება ფრანკფურტში

image
























ფრანკფურტი ... ამ სიტყვას რომ ვახსენებ წამიერად ისეთი შეგრძნება მეუფლება უგემრიელესი დონატის გემოს გახსენებისას რომ შეიძლება დაგეუფლოთ. თუმცა რა დონატი და რის ნაყინი. ევროპის შუაგული, ათასნსაირი ხალხით სავსე, უზარმაზარი ქალაქი. პირველად რომ გამოვედი სადგურიდან გაშეშებული ვიყურებოდი. მე ხომ პირველად ვიყავი ასეთ ქალაქში. უზარმაზარ შენობებს თვალს ვერ ვუწვდენდი. ადამიანები კი ჭიანჭველებივით დაფუსფუსებდნენ ირგვლივ. მთელი დღე ფრანკფურტში გავატარე. თანაც სულ ფეხით მოვიარე. დაღლა და წვიმა რომელიც მოგვიანებით დამატყდა თავს ვიღას ახსოვდა. აღმაფრენით სავსე ვტკბებოდი ყოველი წუთით და გულგრილ გერმანიაში ცხელი გულით ვმღეროდი ხმამაღლა ქართულ თუ ინგლისურ სიმღერებს. ალბათ გიჟი ვეგონე იქაურებს. მარა მე ვინ მომაქცევდა ყურადღებაც როცა ირგვლივ იმდენი საინტერესო რამ ხდებოდა. ქუჩის საოცარი წარმოდგენები თუ ათასნაირ მოდაზე გამოწყობილი ხალხი. ჯერ უზარმაზარ წიგნების მაღაზიაში შევედი. ყველა ქვეყნის კუთხე იყო შიგნით თითქმის, თუმცა საქართველოსი არა და გული დამწყდა. ისე მიკვირდა რა პოპულარული ყოფილა თურქეთი გერმანიაში. წიგნებით რომ გული ვიჯერე, ძლივს შევარჩიე კაფე სადაც უზარმაზარი კაპუჩინო და დონატები მივირთვი, თან ირგვლივ მყოფების ცქერითაც კი ვტკბებოდი. შემდეგ შემომეფეთა სექსშოპი ... მეც შევედი და შევეფეთე იქ რასაც შევეფეთეე. ამაყად და უსრიცხვილოდ დავათვალიერე ყველაფერი. თან ისეთი სახე მქონდა თითქოს სერიოზულად ვარჩევდი რამეს. მაგრამ ბოლოს ხელცარიელი გამოვიძურწე იქიდან, არადა როგორ მინდოდა ჩუმად სურათები გადამეღო, მაგრამ ვერ გავბედე მაინც მე გარყვნილმა.

ამის შემდეგ უზარმაზარი შოპინგ ცენტრი მოვიარე და რამდენიმე მაღაზია და რაც ჯიბეში მედო მთელი 120 ევრო მივახარჯე.

ძალიან დაღლილი და გულდაწყვეტილი იმით რომ ყველაფერი ვერ ვიყიდე რაც იქ იყო ჯერ მაღლიდან ვტკბებოდი ფრანკფურტის ხედებით, შემდეგ დაბლაც ჩამოვედი და გოეთე და შილერი მოვინახულე. შემდეგ ძველი ოპერა და სხვა ადგილებიც მოვინახულე და წვიმაც დაიწყო. სამწუხაროდ ღამის გეგმები ჩამეშალა, თან ფულიც აღარ მქონდა, მაგრამ დანარჩენი მომავლისათვის გადავდე და წვიმისგან დასველებული და ბედნიერი ღიმილით სახეზე გავეშურე შინისაკენ. ყველაფერი ვერ მოგიყევით მაგრამ მმმ მე კიდევ ვაპირებ ფრანკურტში გასეირნებას როდესმე და თქვენც იგივეს გირჩევთ.




ეს ჩინელი მე არ ვარ.
code:
<img style="float: left; margin-right: 10px; margin-left: 0px; margin-top: 5px; margin-bottom: 2px; cursor: pointer;" onclick="enlarge_this_article_image(this)" src="/uploads/article_images/small/27091336409576.jpg" alt="image" />

code:


image



code:

imageimage

3
87
3-ს მოსწონს
ავტორი:მატასი
მატასი
87
  
2013, 31 იანვარი, 20:02
აა, მაგარია. გილოცავ. შთაბეჭდილებები გელის წინ
2013, 31 იანვარი, 18:53
აუ მე ეხლა მივდივარ ფრანკფურტში და უბედნიერესი ვააარ....
2012, 7 მაისი, 21:07
ერთი საათი უნდებოდა სურათებს. ფუჰ.
0 1 3