სისხლის სამართალი ნიგერიის ერთ-ერთ რესტორანში მომხმარებელს ადამიანის ხორცს აჭმევდნენ 2014, 13 თებერვალი, 20:52 შოკისმომგვრელი ინციდენტი მოხდა ნიგერიაში, კერძოდ ქალაქ ონიჩაში(შტატი ანამბრა), ერთ-ერთი სასტუმროს რესტორანში პოლიციამ სპეცოპერაცია ჩაატარა, სადაც დაკავებული იქნა 10 ეჭვმიტანილი.რესტორანი მომხმარებელს ადამიანის ხორცით უმასპინძლდებოდა.ადგილზე ჩატარდა ჩხრეკა, "კაციჭამია" სამზარეულო დალუქული იქნა.ადგილზე აღმოჩენილი იყო პოლიეთილენის პარკში გახვეული ადამიანის ორი თავი, მობილური ტელეფონები, ორი კალაშნიკოვის ავტომატი და სხვა იარაღები.საშინელი ფაქტი მას შემდეგ გახდა ცნობილი, როდესაც პოლიციას ადგილობრივმა მღვდელმა მაიკითხა.როგორ აღმოჩნდა რესტორანში სადილობის შემდეგ მღვდელს დიდი თანხა გადაახდევინეს, პასტორმა გააპროტესტა ანგარიში, ხოლო რესტორნის პერსონალმა განუცხადა, ისე რომ არც დაუმალიათ, რომ მას ადამიანის ხორცი მიართვეს.ისიც აღსანიშნავია, რომ მათ პირდაპირ მენიუში ეწერათ "შემწვარი ადამიანის თავი". 111 6-ს მოსწონს
|