სიახლეები ავტომანქანა Porsche Panamera GTS მარია შარაპოვას დიზაინით 2014, 10 თებერვალი, 19:52 სოჭაში ოლიმპიური თამაშების პარალელურად მიმდინარეობს უამრავი გასართობი და კომერციული ღონისძიებები. ყველა ცნობილ ფირმასა და ბრენდს სურს გაიბრწყინოს და თავისი სიახლეები წარმოაჩინოს ამ ფორუმზე. არც Porsche ჩამორჩა სხვებს და მოაწყო პრეზენტაცია სუპერავტომობილისა Panamera GTS,
რომლის დიზაინის შექმნაშიც მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ჩოგბურთის ვარსკვლავმა მარია შარაპოვამ. სხვათაშორის, მარია წარმოშობით სწორედ სოჭიდანაა.
ეს უნიკალური Panamera ნათელი მაგალითია იმისა, თუ ექსკლუზიური სერიული ავტომობილი როგორ შეიძლება გადაიქცეს ხელოვნების ნიმუშად. თავად მარია შარაპოვამ კი აი რა თქვა ინტერვიუში:"Porsche Panamera GTS-ს შექმნაში და კომპლექტაციაში მონაწილეობის მიღება ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის. მე მომეცა შესაძლებლობა რეალიზება გამეკეთებინა ჩემი დიზაინერული ნიჭისათვის და ბევრი რამ შემემუშავებინა საკუთარი გემოვნებით. მე ჩემს თავში მხოლოდ სპორტსმენს კი არ ვხედავ, არამედ დიზაინერსაც. უკვე მქონდა საშუალება შემექმნა აქსესუარების კოლექცია, მემუშავა ტანსაცმლის და საკონდიტრო ნაწარმის დიზაინზეც კი, მაგრამ ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ამ სიას ავტომობილსაც დავამატებდი, თანაც ისეთი მაღალი კლასისას, როგორიცაა Porsche. ეს არის დიზაინის სამყაროს და ინდივიდუალური შესაძლებლობების გენიალური სინთეზი, "-აღნიშნა ჩოგბურთის ვარსკვლავმა. 76 12-ს მოსწონს
|