x
image
მანჩო 777
ავტომობილი - საოცრება Ferrari 512S Modulo
რამოდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ავტომობილების ცნობილმა კოლექციონერმა ჯეიმს გლიკენჰაუსმა თავის ავტოსადგომს შემატა გასაოცარი კონცეპტი - Ferrari 512S Modulo, რომელიც გამოშვებული იყო ცნობილი კომპანიის Pininfarina-ს მიერ. მოდით, ერთად გავიხსენოთ ამ უნიკალური ავტომობილის შექმნასთან დაკავშირებული რამოდენიმე ფაქტი.


image


ბევრი ავტომოყვარული თვლის, რომ Ferrari -ის ლოგოტიპიან მანქანებს შორის ყველაზე უცნაური და უნიკალური იყო 1980 წელს გამოშვებული ოთხკარიანი სპორტული ავტომობილი Pinin. თუმცა ეს ტიტული უფრო სამართლიანად Pininfarina-ს ეკუთვნის, რომელიც 1970 წელს იქნა წარმოდგენილი ჟენევის ავტოგამოფენაზე. ავტომობილს უცნაური მოყვანილობის ძარა და უნიკალური თაღოვანი ბორბლები ჰქონდა.


imageimage


გლიკენჰაუსის ავტომობილების კოლექცია მთელ მსოფლიოშია სახელგანთქმული. აქ მოიძებნება Ferrari-ის იშვიათი ეგზემპლარები P4/5 და P4/5 Competizione, ახლა მათ დაემატა 512S Modulo. კოლექციონერს კარგა ხანია უნდოდა ამ ავტოს შეძენა, მან მოახერხა დაერწმუნებინა Pininfarina-ს ხელმძღვანელობა დამშვიდობებოდა ამ იშვიათ ეგზემპლარს. ცხადია, რომ ლაპარაკია საკმაოდ მსხვილ თანხაზე, თუმცა ზუსტ ციფრს, თუ რა გადაიხადა გლიკენჰაუსმა ამ გასაოცარ კონცეპტში, ვერავინ ასახელებს.


imageimage

უნდა აღინიშნოს, რომ ავტომობილს კაპიტალური რემონტი ჩაუტარდება, რადგან ჯეიმსს ძალიან უყვარს საკუთარი კოლექციის ავტომობილებით გასეირნება. სპორტულ მანქანას აქვს 5-ლიტრიანი 12-ცილინდრიანი ძრავი, რომელიც გამოსცემს 550 ცხენის ძალას. მოდელის სიგრძე 4, 48 მეტრია, ხოლო სიგანე 2, 04 მეტრი. ცხადია, რომ მისი მხოლოდ ერთადერთი ეგზემპლარი შეიქმნა.


imageimageimageimageimageimage





0
171
3-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
171
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0