სხვა "ის, ვინც სწორად მიმითითებს ჩემს შეცდომებზე ჩემი მასწავლებელია........." 2014, 7 თებერვალი, 21:00 ცხოვრების გზა მეტად რთული სავალია. ძნელია ადამიანმა იცხოვრო ისე, რომ ამ გზას არ გადაუხვიო და შეცდომები არ დაუშვა, ამიტომ საჭიროა გყავდეს ადამიანს გვერდით ისეთი პიროვნება, რომელიც შენზე მეტად გამოცდილია და გასწავლის თეთრისა და შავის გარჩევას, მიგითითებს შეცდომებზე და არ მოგცემს უფლებას სწორი გზიდან გადახვევის.
მეც ადამიანი ვარ, მეც ვუშვებ შეცდომებს, თუმცა იშვიათად თუ მითითებდნენ როგორ უნდა მოვქცეულიყავი, რა იყო კარგი და რა ცუდი. ცოტა ხნის წინ, აღმოვაჩინე ადამიანი, რომელმაც რამდენიმე თვეში უფრო მეტი მასწავლა, ვიდრე მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე სხვა ყველამ ერთად. მას თამამად შემიძლია ვუწოდო "ცხოვრების მასწავლებელი".... რაც მთავარია, მე მისი დარიგებანი აღმოვაჩინე ისეთი ცნობილი ადამიანების ბრძნულ გამონათქვამებში, როგორებიც იყვნენ: სტენდალი, გოეთე, გაბრიელ გარსია მარკესი, ტოლსტოი, სოლონი, პეტრე პირველი და მრავალი სხვა.
ამ სტატიას კი სწორედ პეტრე პირველის უნობილი სიტყვებით:
1. ის, ვინც სწორად მიმითიტებს ჩემს შეცდომებზე, ჩემი მასწავლებელია; ის, ვინც სწორად აღნიშნავს ჩემს უტყუარ საქციელს, ჩემი მეგობარია; ის, ვინც პირში მეფერება, ჩემი მტერია.
2. ადამიანები ვერასოდეს მიხვდებიან იმას, თუ რა დიდი სერიოზულობაა საჭირო იმისთვის, რომ იყო მხიარული. 3. ძალზე დამღლელია იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც ყოველთვის მართალია.... 4. საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა, მოკლე ჭკუის ნიშანია.... 5.ის უნდა შეუყვარო ვისაც უყვარხარ, სხვა შემთხვევაში დაიტანჯები.... 6. ნუ ტირი! იმიტომ, რომ ეს დამთავრდა...გაიღიმე, იმიტომ, რომ ეს იყო... 7. ადამიანები იმიტომ კი არ ცოცხლობენ, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა ასულდგმულებთ, არამედ იმ სიყვარულის გამო, რომელიც მათ მიმართ სხვებ აქვთ. 8.ნამდვილი მეგობარი ისაა, ვინც კარში მაშინ შემოდის, როცა სხვა დანარჩენი სამყარო გადის. 9. ვინც მარტო რჩება, ის ამქვეყნად არაფერია... 10. ადამიანი ადამიანობის ადამიანობით ადამიანობს... 11. ყველაფრის შეცნობა შეიძლება, თუმცა ყველაზე მეტად ძნელი საკუთარი თავის შეცნობაა... 12. ადამიანების ცხოვრება სხვადასხვა გზით მიდის, ძნელია დიდი ხნით შეაჩერო ვინმე შენს სიახლოვეს.... 13. წახვალ.......და როდესაც ჩემზე გკითხავენ, რას ეტყვი ნეტავ? მჯერა, რომ გაგახსენდები.... და მერე ჩურჩულით იტყვი: "ჩემი იყო და ვერ ვხვდებოდი"..... 14. მე მიყავრხარ, არა იმისთვის თუ ვინ ხარ შენ, არამედ იმისთვის, ვინ ვარ მე, როდესაც შენთან ერთად ვარ..... p.s.ეს სტატია ეძღვნება ვახოურისა დიდი სიყავრულით.... ყველას გისურვებთ ისე გალიოთ თქვენი კუთვნილი ცხოვრება, რომ უკან მოხედვის არ შეგრცხვეთ..... სიყვარულით ლეელ...... 186 19-ს მოსწონს |
" ის, ვინც სწორად მიმითითებს ჩემს შეცდომებზე, ჩემი მასწავლებელია; ის, ვინც სწორად აღნიშნავს ჩემს უტყუარ საქციელს, ჩემი მეგობარია; ის, ვინც პირში მეფერება, ჩემი მტერია." (სამწუხაროდ ადამიანები ხშირად იძულებენ პირდაპირობის ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანებს.)
"საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა, მოკლე ჭკუის ნიშანია...."
"ნამდვილი მეგობარი ისაა, ვინც კარში მაშინ შემოდის, როცა სხვა დანარჩენი სამყარო გადის."
გენიალურია ♥