x
image
ლეელ
რატომ ვერ იპოვა ლექსიკონში სტუდენტმა "სიტყვა" "Prosper Mérimée"?!
სათაურმა, ალბათ, ცოტა გაგაკვირვათ, მაგრამ ასეა ერთ-ერთმა სტუდენტმა, რომელიც საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტში სწავლობდა ფრანგულს, შეწუხებულმა იკითხა:"ვერც ერთ ლექსიკონში ვერ ვნახე Merimee რას ნიშნავს.." ეს ამბავი ორი დღის უკან ლექციაზე მოვისმინე, ამიტომ გადავწყვიტე მერიმეზე მცირე ინფორმაცია მოგაწოდოთ.

ვინ იყო პროსპერ მერიმე?

image პროსპერ მერიმე-საფრანგეთის საამაყო მამულიშვილი, დაიბადა 1803 წლის 28 სექტემბერს. დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. გატაცებული იყო ისტორიით, არქეოლოგიით, ხელოვნებით, არქიტექტურით. მისი თაოსნობით გადარჩენილ და შენახულ იქნა


არაერთი ისტორიული ძეგლი. იცოდა ინგლისური, ბერძნული, ესპანური და რუსული. პროსპერ მერიმე ერთ-ერთი პირველია, ვინც რუსულიდან ფრანგულ ენაზე თარგმნა უდიდესი ნაწილი რუსული ლიტერატურისა.

მერიმე 20 წლის ასაკიდან გამოდის ლიტერატურულ ასპარეზზე, იგი თავდაპირველად მცირე ზომის დრამატული ნაწარმოებებით შემოიფარგლებოდა, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად, ნაშრომების სიდიდეც გაზარდა. მისი შემოქმედებიდან გამოვარჩევ ორს:"მატეო ფალკონე" და "კარმენი".

"მატეო ფალკონე"- საშინელი თუ გენიალური მოთხრობაა?!-ძნელია ამის დადგენა. ესაა მკაცრი მსოფლმხედველობის რეალისტური გადმოცემა, რომელიც შეძრავს ყველა მკითხველს. მატეო მშვიდად საუბრობს საკუთარი მცირეწლივანი შვილის მკვლელობაზე. თუმცა კი მწერალი საფიქრალს გვიტოვებს, იქნებ მატეო გაგიჟდა?! ან როგორღა განაგრძო ცხოვრება?! იქნებ სჯობდა ცოტა ადრე აეხსნა თავის შვილისთვის, რამდენად ღირსელი იყო მისი გვარი, რომ ღალატი, გამყიდველობა მიუღებელი იქნებოდა მათთვის?!

"კარმენი"-ესაა მერიმეს ერთ-ერთი უბრწყინვალესი შემოქმედება, რომელიც დღესაც უკვდავია, და მკითხველში ისეთივე აღფრთოვანებას იწვევს, როგორც 2საუკუნის უკან. მერიმემ აქაც დიდი ოსტატობით გადმოსცა თავისი გმირების ტრადიციები თუ წეს-ჩვეულებები, იგი გასაოცარი სიზუზტით ახასიათებს მათ. "კარმენის" უკვდავება განაპირობა როგორც მწერლის გენიალობამ, ასევე ჟორჟ ბიზეს უძლიერესმა ოპერამ "კარმენი", რომლის მუსიკა დღესაც უკვდავია, როგორც მერიმეს მიერ მოთხრობილი ამბავი.

ალბათ, ამ ოპერის მოსმენა ჩვენთვის, ქართველებისთვის, ყველაზე სასურველი იქნება თამარ გვერწითელის შესრულების, ასე, რომ დატკბით.........


პროსპერ მერიმა გარდაიცვალა 1870 წლის 23 სექტემბერს, თავის 67-ე დაბადების დღემდე ხუთი დღით ადრე, კანში.

7
525
13-ს მოსწონს
ავტორი:ლეელ
ლეელ
525
  
2014, 13 თებერვალი, 21:35
გეთანხმები, ძნელია გულგრილი დარჩე, მისი წაკითხვის შემდეგ
2014, 13 თებერვალი, 21:27
მატეო ფალკონე-ეს არ ვიცი რა ,სამაგიდო ნოველაა,.....მაგის წაკითხვის შემდეგ კარგა ხანი ემოციებიდან ვერ გამოვდიოდი
2014, 7 თებერვალი, 23:50
ლოგიკურადაც ასეა "პერსეპოლის", ვისაც ფული არ აქვს, მეტი დრო აქვს სწავლა-განათლებისთვის, თუნდაც ეს წიგნებიდან მიღებული იყოს, ბევრი ფულის მქონენი კი განდიდებულნი მხოლოდ დროის ტარებაში არიან.
2014, 7 თებერვალი, 21:22
მართალი ხარ......
2014, 7 თებერვალი, 21:18
ასეა,დებილები და ფულიანები დაგულაობენ აქეთ-იქით და განათლებული ხალხი უმეტესად სიღარიბეში და გაჭირვებაში კვდება.
2014, 7 თებერვალი, 21:04
ნამდვილად გეთანხმები მასეა.....
2014, 7 თებერვალი, 20:52
"მატეო ფალკონე"---სულისშემძვრელი ნოველაა. "ხევისბერ გოჩასთან" ასოცირდება, მაგრამ კიდევ უფრო რეალისტურია და გულში ჩამწვდომი. პირველად რომ წავიკითხე, კარგა ხანს ვერ გამოვედი მისი ზეგავლენისაგან.
0 1 7