სხვა ამერიკაში ბაიკერი მოტოციკლეტზე მჯდომარე მიაბარეს მიწას 2014, 7 თებერვალი, 12:00
მამაკაცი, რომელმაც მოიარა მთელი ამერიკა თავისი 1967 წლის მოტოციკლით, დაკრძალეს მასთან ერთად. 82 წლის ბილ სტენლი დაასაფლავეს გამჭვირვალე მინის სასახლეში, სადაც ის ზის თავის მოტოციკლზე "Harley-Davidson".
მისმა ქალიშვილმა დოროთიმ განაცხადა, რომ ეს იყო მამის სურვილი. 18 წლის წინ, ბილმა გაიხუმრა თემაზე ვის დარჩება მისი მოტოციკლი სიკვდილის შემდეგ. "რა უნდა გავაკეთო? მყავს ორი ვაჟი, მაგრამ მხოლოდ ერთი მოტოციკლი, "ამბობდა ბილი. მისმა ქალიშვილმა ასეთი იდეა შესთავაზა: "მამა, მას შენთან ერთად "დავმარხავთ"." რამდენიმე კვირის შემდეგ მამამ განუცხადა შვილებს, რომ ეს შესანიშნავი იდეა იყო.
ბილს ძალიან უყვარდა მოგზაურობა. 13 წლის ასაკში მან მიატოვა სახლი და დაიწყო მუშაობა რანჩოზე. დანაზოგით შეიძინა მოტოციკლი, რომლითაც მოიარა 49 შტატი. მალევე შექმნა ოჯახი, მაგრამ ლტოლვა მოგზაურობის მიმართ არ განელებია. მისმა შვილებმა შეასრულეს დანაპირები და ზუსტად ისე მიაბარეს მამა მიწას, როგორც მან სურდა. დაკრძალავაზე მოსული ხალხი შოკირებული იყო. 54 1-ს მოსწონს
|