x
image
ბერდია
ვოლტერი - "ზადიგი ანუ ბედისწერა"
ვოლტერი
(ზადიგი ანუ ბედისწერა)


ფრანსუა მარი არუე -მთელს მსოფლიოში ცნობილი, როგორც ვოლტერი, უდაოდ დიდი მოაზროვნე და ფრანგი განმანათლებლობის პირველი თაობის წინამძღოლი იყო.კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლი ვოლტერი თავის შრომებში ამხელდა ფეოდალურ რეაქციას, წოდებრივ ცრურწმენებს და მოითხოვდა ხალხის მტარვალთა დასჯას.მაგრამ თავის კრიტიკაში ვოლტერი არ მისულა აბსოლუტიზმის უარყოფის იდეამდე. იგი მომხრე იყო-”განათლებული აბსოლუტიზმისა”1, რომელიც მისი აზრით, სათავეში უნდა ედგას იდეალურ ბურჟუაზიულ საზოგადოებას.

ვოლტერი ჯონ ლოკის ემპირიზმს ემხრობა რენე დეკარტეს
რაციონალიზმის წინააღმდეგ. ის იცავს და ანვითარებს ვოლტერლოკის შეხედულებას, რომ ადამიანის გონებას არ აქვს თანდაყოლილი იდეები, რომ შემეცნების ერთადერთ წყაროს გამოცდილება წარმოადგენს. „ტრაქტატი მეტაფიზიკაზე“ ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ნამუშევარია, სადაც ის ამტკიცებს, რომ ღმერთი საყაროს პირველი ბიძგია, მაგრამ არ ერევა ბუნებრივი მოვლენების მსვლელობაში,
რომ ის არასოდეს არ შექმნიდა არც წამებულთ და არც ჯალათებსო.“ რელიგიის საკითხთან მიმართბაში იგი ილაშქრებდა სქოლასტიზმის წინააღმდეგ, ქრისტიანულ მორალში იგი ტირანიის მსახურს ხედავდა და დეისტურ მოძღვრებას უჭერდა მხარს. მას აუცილებლად მიაჩნდა რელიგია საზოგადოების არსებობისათვის, როგორც მასების მორჩილების საშუალება. ”ღმერთი რომ არ ყოფილიყო, საჭირო იქნებოდა მისი გამოგონება”– ამბობდა ვოლტერი.

თავის ფილოსოფიურ ლექსიკონში: სტატიაში „თეისტი“ ვოლტერს შემოაქვს ღმერთის, როგორც სამყაროს არა არარიდან შემომქმედის, არამედ მომწესრიგებლისა და პირველი ბიძგის მიმცემის გაგება. ყველას შეუძლია თავისებურად სწამდეს ღმერთი, მაგრამ რაღაცნაირი
მაინც უნდა სწამდეს. ცხოვრების სახელმძღვანელო მაქსიმა კი არის - "აკეთე სიკეთე"! „სამყარო გონიერადაა მოწყობილი, მაშასადამე ის გონიერი არსების მიერაა შექმნილი უმკაცრესი მათემატიკური კანონების საფუძველზე, მაშასადამე უნდა ვიფიქროთ, რომ ან თვით მნათობები დიდი გეომეტრები არიან, ან მათ „მუდმივი გეომეტრი“ ამოძრავებს.“

ყოველივე ზემოთ აღნიშნულთან ერთად მას სძაგდა ფანატიზმი. აკრიტიკებდა ბიბლიას, განსაკუთრებით ძველი აღთქმის წიგნებს სასწაულთმოქმედებაზე და დოგმატებზე. „უსარგებლო რიტუალების ასრულება და ადამიანის ვალდებულებათა ღალატი, მარხულობა და ახლობლის სიძულვილი, ვერაგობა და ძალმომრეობა – აი უმეცარი ქრისტიანის სარწმუნოება.“ მას მიაჩნდა, რომ ნამდვილი ქრისტიანის რელიგიაა:
1) ყოველი ადამიანი თავის ძმად ჩათვალოს;

2) სიკეთე აკეთოს;

3) ბოროტება აპატიოს

უშუალოდ მის ნაწარმოებს რაც შეეხება:“ზადიგი ანუ ბედისწერა“, აქ
ძველი ბაბილონი XVIII ს–ის საფრანგეთის ალეგორიაა, ხოლო ზადიგში შესაძლოა თავად ვოლტერიც უნდა ვივარაუდოთ. დასაწყისშივე უნდა აღინიშნოს, რომ მასზე დიდი გავლენა მოახდინა ლისაბონის 1755 წლის მიწისძვრამ. მთავარი თეზისები რაც ამ ნაწარმოებში გამოიყოფა არის ის ცხოვრებისეული კითხვები, რაც შეიძლება ნებისმიერ ადამიანს გაუჩნდეს, რომლის სავარაუდო პასუხებს ამ ნაწარმოებშიც იძლევა.

>თუ სამყარო უზენაესი გონების მიერ არის შემნილი, საიდან წარმოსდგება ამდენი ბოროტება?


>რით შეიძლება იმის გამართლება, რომ მიწისძვრის დროს ამდენი უდანაშაულო ადამიანი იღუპება, ხოლო არამზადები მათზე დიდხანს ცოცხლობენ?

ამ ფილოსოფიური მოთხრობის ხერხემალი მისი დასასრულია, სადაც ზადიგი გზად ვინმე მწირს შეხვდება, რომელიც საბოლოოდ ანგელოზი აღმოჩნდება და ამ კითხვებზე ასეთ პასუხს იძლევა: „მოკვდავ ადამიანს არ შეუძლია ღვთაებრივი ნებისყოფის გამოცნობა, მაშასადამე არ შეუძლია მეტაფიზიკური არსების შეცნობა. რაც შეეხება ფიზიკური და სოციაულური ხასიათის ბოროტებას, ის უნდა გავიგოთ როგორც ემპირიული ფაქტი. მხოლოდ უნდა ვიბრძოლოთ, რომ ადამიანი უფრო სამართლიანი და კეთილგონიერი გახდეს, ხოლო საზოგადოება ბრძნული კანონმდებლობის მიხედვით უფრო ჰარმონიული.“

ბოროტება სამართლიანი ადამიანების გამოსაცდელად არსებობს
და არ არსებობს ბოროტება, რომლისგანაც ბოლოს სიკეთე არ იბადებოდეს. რაც შეეხება ცხოვრებას, ის არც ცუდია და არც კარგი, ის საერთოდ ასატანია და ადამიანის მიერ შეძლებისამებრ გამოყენებულ
უნდა იქნეს. მას მიაჩნდა რომ შრომა წამალია ბიწიერების; მოწყენილობისა და სიღარიბის.

მისი აზრით ადამიანებს განგების ხმა არ ესმით და ისინი უმართებულოდ ირჯებიან, როდესაც მსჯელობენ მთლიანზე, რომლის მხოლოდ პატარა ნაწილს ხედავენ. ეს ქარია, რომელიც გემს ხანდახან სძირავს, მაგრამ გემი უიმისოდ ცურვას ვერ შესძლებდა. ნაღველი ადამიანს ბრაზით ავსებს, მაგრამ მის გარეშეც ვერ იცოცხლებდა.

საზოგადოების საჭიროებაზე მას მიაჩნია, რომ ადამიანს
აფუჭებს არა საზოგადოებაში ცხოვრების მოთხოვნილება, არამედ მისი უქონლობა. ადამიანი, რომელიც მარტო იცხოვრებდა ჩქარა დაკარგავდა აზროვნებისა და გამოთქმის ნიჭს. აქ ის ნაწილობრივ
ეთანხმება აროსტეტელს მოქალაქის განმარტებას და საზოგადოების საჭიროებას, როდესაც ამბობს, რომ ადამიანი რომელსაც არ სურს სახელმწიფოში ცხოვრება, არ სურს იყოს მოქალაქე, ან ცხოველია
ან ღმერთი.

საბოლოოდ ვოლტერი განმანათლებლობის იდეით კმაყოფილია,
მას არც ეგონა რომ ასეთი ტემპით აიტაცებდა მსოფლიო საზოგადოება მათ იდეებს, მას მიაჩნდა რომ ადამიანი თავისუფალი უნდა ყოფილიყო და თანასწორთა შორის ეცხოვრა.

„ჩვენი მიზანი იყო გაგვენთავისუფლებინა ადამიანი ცრუმორწმუნეობისგან, ჩვენ პრეტენზია არ გამოგვითქვამს რომ მეწაღეები და მოახლეები განგვენათლებინა.“



1. განმანათლებლობის აბსოლუტიზმი მოიცავს: რელიგიურ ტოლერანტობას, პრესისა და სიტყვის თავისუფლებას, განათლების, მეცნიერებისა და ხელოვნების წახალისებას.

0
1036
6-ს მოსწონს
ავტორი:ბერდია
ბერდია
1036
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0