კულტურა ვინ არის ყველაზე სასურველი პარტნიორი ვალენტინობის დღისათვის მსოფლიოს ქალებისათვის? 2014, 7 თებერვალი, 2:36 "ვინ იქნებოდა თქვენთვის ყველაზე სასურველი პარტნიორი ვალენტინობის დღეს?"-ამ კითხვას 30 ათასზე მეტმა ქალბატონმა უპასუხა მსოფლიოს სხვადასხვა ადგილიდან. როგორც გაირკა ყველაზე სასურველი პარტნიორი ამ დღისთვის 21-ე საუკუნის შერლოკი, ბენედიქტ კამბერბეტჩი აღმოჩნდა. გაგიკვირდებათ და მან ისეთი ცნობილი მამაკაცები, ქალთა კუმირები ჩამოიტოვა, როგორებიცაა ლეონარდო დიკაპრიო, დევიდ ბექჰემი, ტომ კრუზი, ბრედ პიტი და ა.შ. ბენედიქტს მეორე ნახევარი არ ჰყავს, სხვა სექსსიმბოლოებისგან განსვავებით და შესაძლოა ესეც გახდა ქალბატონთა ასეთი არჩევანის მიზეზი. ვალენტინობის დღისათვის სასურველ პარტნიორთა სიაში ბენედიქტის შემდეგ ადგილები ასე გადანაწილდა: დევიდ ბექჰემი, ლეონარდო დიკაპრიო, ბრედ პიტი, ჯონი დეპი, პრინცი უილიამი, უილ სმიტი და ა.შ. შეგახსენებთ, რომ ბენედიქტ კამბერბეტჩმა პოპულარობა სერიალ "შერლოკის" მეშვეობით მოიპოვა. ეს BBC-ის სერიალია და ერთ სეზონში მხოლოდ სამი სერიაა. "ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, რომ ამ სერიალის საყურებლად მთელი ოჯახი კვირა საღამოს ტელევიზორთან იკრიბება. მე ვთამაშობ შეშლილ, არანორმალურ კაცს, რომელსაც ამდენი საგანი და ცოდნა ერთბაშად თავში უტრიალებს. ეს ნამდვილად რთული სამუშაოა, მაგრამ ძალიან მიყვარს ის"-განაცხადა ბენედიქტმა. სერიალმა მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. ბენედიქტი დღეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობია, თუმცა ამის მიუხედავად მაინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობს. 106 3-ს მოსწონს
|