x
image
ირინა ნადაშვილი
ერთ წელიწადში ინტერნეტი, მსოფლიოში, უფასო გახდება!
image

ნიუ-იორკში მდებარე ორგანიზაცია „Media Development Investment Fund" გეგმავს, უფასო ინტერნეტი დედამიწის ყველა მცხოვრებს მიაწოდოს. მიუხედავად იმისა, რომ „Wi-FI" ფართოდ არის გავრცელებული, ბევრი ქვეყანა ვერ ახერხებს, ან არ სურს ადამიანები საჭირო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოს.

ორგანიზაცია გეგმავს, ორბიტაზე ათასობით სატელიტი გაუშვას.


image


პროექტი სახელწოდებით „Outernet" 2015 წელს განხორციელდება. პროექტი უზრუნველყოფს ინტერნეტის შეუზღუდავ მიწოდებას იმ ქვეყნებისთვისაც კი, სადაც ქსელზე ცენზურა მოქმედებს, მათ შორის ჩრდილოეთ კორეაში.

image


კომპანიაში იმედოვნებენ, რომ პროექტის განსახორციელებლად შემოწირულობის სახით, რამდენიმე მილიონი დოლარის შეგროვებას შეძლებენ.

p.s. თქვენ სრულიად უფასოდ გეგონათ? მეც...

0
178
8-ს მოსწონს
ავტორი:ირინა ნადაშვილი
ირინა ნადაშვილი
178
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0