სხვა სოციალურ ქსელებში შოკისმომგვრელი ფოტოები გავრცელდა სოჭის ოლიმპიადიზე და "ანეკდოტებიც" კი დადის ბიუჯეტიდან დახარჯულ მილიონებზე 2014, 6 თებერვალი, 14:23 "ტერორისტული საფრთხეები, ჰომოფობიური შეტევები და დიპლომატიური დაძაბულობა სოჭის ოლიმპიადისთვის ამჟამად მოხსნილია დღის წესრიგიდან და სოჭი მზად არის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩასატარებლად, თუმცა პრობლემები მხოლოდ ქალაქის სასტუმროებშია, რაზედაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული ჟურნალისტები საუბრობენ და სოციალურ ქსელებში ფაქტების ამსახველ სამარცხვინო და ზოგ შემთხვევაში სასაცილო ფოტოებს აქვეყნებენ." ახლა, როცა ორი დღეა დარჩენილი ოლიმპიადის გახსნამდე, პრობლემები მხოლოდ ქალაქის მოუმზადებელ სასტუმროებს შეექმნა.ამის შესახებ კი ჟურნალისტებმა გააკეთეს განცხადებები, სადაც ისინი ამბობენ, რომ ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულზე შეუკვეთეს სასტუმროს ნომრები და ქალაქი მოუმზადებელი დახვდა მათ, რადგან სასტუმროებში უამრავი მაწანწალა ძაღლები, ნახევრად აშენებული კედლები და დაბინძურებული ყვითელი წყლით დასვრილი ოთახები დახვდათ სოჭში. სასტუმროს ლობისტებმა და მენეჯერებმა იმის შესახებაც უთხრეს CNN- ის ჟურნალისტებს, რომ ზოგიერთ ნომერში არ იქნება არც წყალი და არც ინტერნეტი, თუმცა ტუალეტებში ორ - ორი უნიტაზის დადგმა კი მოახერხეს.შოკისმომგვრელი სურათები და ანეკდოტები დადის სოჭის ოლიმპიადაზე იმის შესახებ, თუ რაში დაიხარჯა ბიუჯეტიდან 32 მილიონი. The shocking images and anecdotes comes after it emerged Russia exceeded its budget by millions to spend $32billion on the games. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ადმინისტრაციას პუტინის სურათიც კედელზე ჩამოუკიდებელი დარჩათ, რასაც დროის დეფიციტით ხსნიან. რაც შეეხება კვების ობიექტებს, 1225 რესტორანი და კაფე ელოდება სტუმრებს. ცინიზმითაა გამსჭვალული საპირფარეშოებზე გაკრული აბრები, სადაც სტუმრებს სამარცხვინოდ მოუწოდებენ ფეხით არ გააღონ ტუალეტის კარები და არ ითევზაონ. 1151 13-ს მოსწონს
|