სხვა ნიუ იორკელმა გაატარა 22 წელი ციხეში ნაფიც მსაჯულთა შეცდომის გამო 2014, 6 თებერვალი, 12:29
1990 წლის თებერვალში, ნიუ იორკის ბრუკლინში უცნობმა მოკლა და გაძარცვა საიუველირო მაღაზიის კურიერი. ამ პერიოდში უმუშევარი დევიდ რანტა სრულიად შემთხვევით, იმყოფებოდა დანაშაულის ადგილთან ახლოს და იქნა დააკავებული პოლიციის მიერ.
ნივთმტკიცებულება მის წინააღმდეგ არ არსებობდა, მაგრამ ნაფიც მსაჯულებმა მოწმეების ჩვენების საფუძველზე, სცნეს დევიდი დამნაშავედ. მას მიესაჯა 37 წლით თავისუფლების აღკვეთა. მხოლოდ 22 წლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მოწმეებზე ზეწოლა მოახდინეს პოლიციელებმა, რომლებიც იმ პერიოდში იძიებდნენ ამ საქმეს.
პროკურატურის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაიკარგა მტკიცებულებები და თავიდან დაიწყო გამოძიება. მოწმეებმა აღიარეს ცრუ ჩვენება. ციხეში ყოფნის პერიოდში, დევიდის მშობლები გარდაიცვალნენ. ის კი სადაცაა ბაბუა გახდება. მისი შვილი ორსულადაა. ის იყო 2 წლის, როცა მამა დააპატიმრეს. დევიდ რანტა, ბედნიერი ნათესავების გარემოცვაში. ის გაათავისუფლეს სასამართლო დარბაზიდან განაჩენის გახმოვანებისთანავე. ნიუ იორკი, 21 მარტი, 2013 წელი. 1382 7-ს მოსწონს
|