ბრალდებულების კურიოზული ჩვენებები
1. "არ ვიგინებოდი, სულელი ხომ არა ვარ, რომ კონსერვატორიის შენობაში შევიგინო? გთხოვთ ჩემს მიერ დასახელებული მიზეზი სერიოზულად მიიღოთ."
2. "პოლიციას კი არ გავექეცი, არამედ სწრაფი ნაბიჯით გავასწარი"
3. "გვიან ღამით ჩემი სახლიდან მუსიკის ხმა კი არ ისმოდა, არამედ სასიამოვნოდ იღვრებოდა."
4. "ჩემი ცოლი გარეთ შიშველი კი არ გამიგდია, უბრალოდ მინდოდა მოვხვეოდი და მეკოცნა. მან კი ეს ვერ გაიგო და ყვირილი ატეხა. ნაჯახით კი კოღოებს დავდევდი. ჩვენ ძალიან კარგი ოჯახი გვაქვს".
5. "ჩვენ მივედით მოქალაქესთან და ვთხოვეთ ასანთი მოეცა. მან გვიპასუხა, რომ 3 წელი კარატეზე დადიოდა. ჩვენ შეგვეშინდა და ტირილი დავიწყეთ. ცრემლის მოწმენდის დროს შემთხვევით მის თვალზე მომიხვდა ხელი და მიტო გაუსივდა თვალი, მოქალაქემ კი ფული თავად მომცა, რომ ცრემლი შემეშრო."
6. "ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში არ ვმართავდი. ის თავისთვის მიდიოდა. ამიტომ ჩემი დასჯა მართებული არ არის."
7. "სამსახურში ნასვამი იმიტომ გამოვცხადდი, რომ გამოუცხადებლობის შემთხვევაში დამაჯარიმებდნენ"
8."გუშინ სამსახურში საზეიმო მდგომარეობის გამო არ გამოვცხადდი. დილით სიდედრი გავაცილე, რომ გამგზავრება არ გადაეფიქრებინა"
9. "დაშავებულს, რომ მივუახლოვდი ფეხი ქვას წამოვკარი და თავის დაჭერის მიზნით მის ჩანთას მოვკიდე ხელი, ინერციით 150 მეტრი გავირბინე, რამაც გააჩინა ქურდობის მცდელობის ილუზია"
10. "მეზობლის ქათამი ტალახიანი იყო და გადავწყვიტე მებანავებინა. საამისოდ ქვაბით წყალი შევათბე და შიგ ქათამი ჩავსვი, მაგრამ საქმეს შევყევი და ქათამი ქვაბში ჩამრჩა. მოვითხოვ!!! რომ მეზობელმა თვითონ აბანავოს ქათმები!"
11. "მოხუც მეზობელს ცარიელი ბოთლი მცირე ძალით ჩავარტყი და ძალიან გამიკვირდა, რომ ტვინის შერყევა მიიღო, რადგან არ მეგონა მას საერთოდ ტვინი თუ ქონდა"
12. "პლაჟზე ქალებს საცურაო ტრუსს იმიტომ ვხდიდი, რომ მათ სხეულებს თავისუფლად ესუნთქათ"