x
image
ანურა
8 მარტის ისტორია

image ყოველთვის მაინტერესებდა, რატომ აღინიშნებოდა ქალების საერთაშორისო დღედ 8 მარტი, ერთ დღესაც ამაზე დავფიქრდი და გადავწყვიტე ინფორმაცია მომეძიებინდა 8 მარტზე, თქვენ კი მოგეხსენებათ ინტერნეტ--სივრცის მიღწევები და გთავაზობთ ამ ისტორიას :
ქალთა საერთაშორისო დღე — აღინიშნება ყოველი წლის 8 მარტს. პირველად ეს დღე 1909 წლის 28 თებერვალს აშშ-ში ამერიკის სოციალისტური პარტიის დეკლარაციის შემდეგ აღინიშნა.
ამ დღეს მომხდარ ისტორიულ მოვლენათა შორის ერთ-ერთი უმთავრესი, რომელმაც მოძრაობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გახადა ცნობილი, იყო „ტრაიენგლ შირტუეისტ“, საფეიქრო ფაბრიკაში მომხდარი ხანძარი - 1911 წელს, რომელმაც 140-ზე მეტი ქალი იმსხვერპლა.
იდეა ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღის აღნიშვნისა, თავდაპირველად მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიბადა.
ეს დღე ოფიციალურ დღესასწაულად და უქმე დღედ დღემდე რჩება ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც.
2005 წელს ბრიტანეთის პროფკავშირების გაერთიანების კონგრესზე ერთხმად დაუჭირეს მხარი რეზოლუციას ბრიტანეთში ქალთა საერთაშორის დღის სახალხო დღესასწაულად გამოცხადებას.
ამჟამად ქალთა უფლებების დაცვის მოძრაობები მსოფლიოს გარშემო ყოველწლიურად 8 მარტს მრავალ ღონისძიებას ატარებენ. თუმცა საქართველოში არსებობს კი ასეთი ორგანიზაცია??

0
368
5-ს მოსწონს
ავტორი:ანურა
ანურა
368
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0