სხვა McDonald's-ის "საბავშვო მენიუში" ჰეროინი აღმოაჩინეს 2014, 5 თებერვალი, 0:19
როგორც გაზეთი "Pittsburgh Post Gazette" ექსკლუზიურად გვატყობინებს, სპეციალურად მიგზავნილმა, სამოქალაქო ფორმაში გადაცმულმა პოლიციელმა კოდურად წარმოთქმული სიტყვის შედეგად შეიძინა "საბავშვო მენიუ" 82 დოლარად (60 ევროდ), რომელშიც საკვებთან ერთად 10 პაკეტი ჰეროინი იდო. პოლიცია ამ დანაშაულის კვალზე ფარული შეტყობინების შედეგად გავიდა, ოფიციანტს კი კიდევ 50 პაკეტი ჰეროინი აღმოუჩინეს სამუშაო ადგილას. რა ხნის მანძილზე ასაღებდა დამნაშავე ამ ნარკოტიკულ ნივთიერებას ჯერჯერობით უცნობია. ამ წლის მანძილზე ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც ნარკოტიკულ ნივთიერებას ოფიციანტი საკვებ დაწესებულებაში ასაღებდა. წინა ჯერზე ოფიციანტი ამ დანაშაულს მდიდრულ რესტორანში ანხორციელებდა, ოღონდ რესტორნის ავტოფარეხში. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ წინა დანაშაულის ადგილი, რესტორანი, სწრაფი კვების ობიექტიდან 30 კილომეტრში მდებარეობდა. საინტერესოა საქმე ერთ დანაშაულთან ხომ არ გვაქვს? ყველაფერს გამოძიება დაადგენს... 88 2-ს მოსწონს
|