x
მეტი
  • 19.10.2024
  • სტატია:137699
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511563
შოკოლადის ისტორია
image1519 წლის ნოემბერში, როდესაც ესპანელი ჯარისკაცების კბილებამდე შეიარაღებული ბრბო გენერალ კორტესის მეთაურობით მექსიკის ტერიტორიაზე შეიჭრა და ააოხარა აცტეკების იმპერატორ მონტესუმას სასახლე, მუქი ფერის გამომშრალი მარცვლების დიდი მარაგი აღმოაჩინა... მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამ მარცვლებისაგან დამზადებული შოკოლადი მთელ სამყაროს დაიპყრობდა. შოკოლადის, ისევე როგორც კაკაოს ხის სამშობლოდ ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა ითვლება. შოკოლადის ისტორია ძალიან ადრე დაიწყო. პირველად სიტყვა კაკაომ გაიჟღერა, როგორც kakawam - მ დაახლოებით 1000 წლის წინ ჩვ.წ.აღ. მექსიკის ყურეში. მას შემდეგ მაიას ტომებმა გააგრძელეს ტრადიცია და სწორედ მათ მოახერხეს ველური კაკაოს ხის კულტივირება. ამავე პერიოდში დაიწყეს შოკოლადის საკვებად მიღების მეთოდების შემუშავებაც . კაკაოს მარცვლებს ხალავდნენ, ფქვავდნენ, შემდეგ კვლავ აცხელებდნენ და ასე მიიღებოდა კაკაოს ხსნარი . ხსნარს ტრიდნენ წყალში და უმატებდნენ წითელ წიწაკას . შედგად მიიღებოდა მომწარო გემოს სასიამოვნო სასმელი, რომელიც " ღმერთების სასმელის " სახელით შემორჩა ისტორიას. მაიას ტომების შემდეგimage შოკოლადის მომზადების ტრადიცია განაგრძეს აცტეკებმა. ისინი წყალში გახსნის ხსნარს უმატებდნენ თაფლს, აგავას ნაყენს და ჩოკოლატად წოდებულ ამ სასმელს ენერგიის წყაროდ მიიჩნევდნენ .

მრავალი საუკუნის განმავლობაში შოკოლადი არსებობდა მხოლოდ თხევადი სახით. ეს სასმელი იყო მაგიური რიტუალებისა და საქორწინო ცერემონიების ნაწილიც. ევროპაში კაკაოს გავრცელება ერნან კორტესის დამსახურებად შეიძლება ჩაითვალოს . სწორედ მან ჩაუტანა ესპანეთის მეფეს კაკაოცა და მისი დამზადების რეცეპტებიც. რძიანი შოკოლადის გამოგონება კი ეკუთვნის შვეიცარიელ მეცნიერს დანიელ პიტერს.

image

პირველი კაფე, სადაც შოკოლადით უმასპინძლდებოდნენ სტუმრებს, 1657 წელს გაიხსნა ლონდონში. შოკოლადი იმ დროისთვის ითვლებოდა შეძლებული, მდიდარი ადამიანების სასმელად და 1 ფუნტი შოკოლადი 15 შილინგი ღირდა .


მე-17-18 საუკუნეების ექიმები თავის მდიდარ პაციენტებს შოკოლადს უნიშნავდნენ როგორც საერთო გამაჯანსაღებელ საშუალებას და ბევრი დაავადების წამალს.

მსოფლიოში ყოველწლიურად 600 ათასი ტონა შოკოლადი იჭმევა . შოკოლადის წარმოება ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი დარგია კვების მრეწველობაში. შოკოლადი არის ერთ-ერთი იშვიათი პროდუქტი, რომელმაც განიცადა ტრანსფორმაცია ინდიელების მწარე სასმლიდან ნატიფ დესერტამდე და მასობრივი მოხმარების პროდუქტად იქცა, რომელიც ფართო ასორტიმენტით გამოირჩევა . გემოსა და კომერციული ფასეულობის გარდა შოკოლადს გააჩნია განწყობის ამაღლებისა და ძალების აღდგენის საოცარი თვისება.

1
291
2-ს მოსწონს
ავტორი:ხატია_ამელი
ხატია_ამელი
291
  
2012, 7 მაისი, 16:57
მინდააა:*:*:* ვგიჯდები შოკოლადზე:* სახელზეც მეტყობა ხო?:D
0 1 1