სხვა რატომ გამოიარა ოჯახმა 72 კილომეტრი გაყინულ მდინარეზე -35 გრადუს ცელსიუსის დროს, რასაც 9 დღე მოანდომა. 2014, 4 თებერვალი, 18:15 ოჯახში შვილის მოვლენა, ეს ხომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტია ჩვენს ცხოვრებაში. ბევრს უმართლებს და სამშობიაროს კომფორტულ პირობებში უწევს მშობიარობა, რაზეც ზოგზოგიერთები ვერ დაიკვეხნიან. მინდა მოგიყვეთ ერთი, მეტად შთამბეჭდავი შემთხვევის შესახებ, რომელიც ემოციების გარეშე არ დაგტოვებთ.
ჩრდილო ინდოეთში, კერძოდ კი ლადაკხაში მცხოვრებმა ოჯახმა 72 კილომეტრიანი გზა გაყინულ მდინარეზე გადმოლახა, როდესაც ტემპერატურა -35 გრადუსი იყო, რათა უახლოეს სამშობიარომდე მისულიყო. ქალი ორსულად იყო და შესაბამისად მშობიარობა უწევდა, ამ გზის გავლას კი 9 დღე მოანდომეს. როდესაც საქმე დიდ თოვლობასა და ტემპერატურა -35 გრადუსს ეხება, ოჯახს შესაბამისად სხვა გზაც არ ჰქონდა. იძულებულნი გახდნენ უმოკლეს გზას დასდგომოდნენ, რომელიც გაყინულ მდინარე ზანსკარზე გადიოდა და უახლოეს ქალაქ ლინგშედამდე მიჰყავდა ისინი. ხიფათიც ბევრი გადახდათ გზად, რადგან დღეში რვა საათიანი სიარულის შემდეგ ხშირად უწევდათ ყინულის ჩატეხვის შედეგად მუხლებამდე გაყინულ წყალში აღმოჩენა, ღამეს კი კლდის გამოქვაბულებში ათევდნენ. ნორმალური გზით მგზავრობა უახლოეს ქალაქამდე 4-5 დღეს მოიცავს, თუმცა უამინდობის გამო, რომელიც ლადაკხას მოსახლეობას თავს ატყდება წელიწადში ერთხელ და ექვს თვეს გრძელდება, დიდთოვლობის გამო გზა იკეტება და გაყინული მდინარის გადალახვა ყველაზე უმოკლესი ვარიანტია უახლოეს ქალაქამდე მისასვლელად. ხშირ შემთხვევაში სურსათისა და საჭირო ინვენტარის ყიდვას ამ გზით ახერხებს მოსახლეობა, რაც მათი მძიმე ტვირთის გამო გაყინული მდინარის ჩატეხვითა და ფატალური შედეგიდაც დასრულებულა. თუმცაღა ზემო ხსენებული ოჯახის შემთხვევაში ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა და ქალის მოლოგინების შემდეგ ისინი ამავე გზით დაუბრუნდნენ მშობლიურ ლადაკხას. 379 16-ს მოსწონს
|