x
image
M.Blackmore
ღატაკი, რომელმაც უამრავი ეკლესია-მონასტერი აღადგინა
ალბათ უამრავ ადამიანზე ძლიერი შთაბეჭდილება მოუხდენია ამ მოხუცის საოცარ თვალებსა და მის კეთილშობილურ იერს. იგი გახლავთ 100 წლის დობრი დიმიტროვ დობრევი, რომელსაც მადლიერმა ადამიანებმა სიყვარულით პაპა დობრი შეარქვეს. დობრი დობრევი ბულგარელი მათხოვარია,

რომელიც

ყოველ დღე თავისი სოფლიდან ფეხით რამდენიმე კილომეტრს გადის ქალაქ

სოფიამდე და მთელ დღეს ატარებს ალექსანდრე ნევესკის საკათედრო ტაძართან, რათა ცოტაოდენი ფული მოაგროვოს. ზოგიერთი მას


ბულგარეთის ცოცხალ წმინდანადაც კი მიიჩნევს.


image























დობრი დობრევი 1914 წლის 20 ივლისს სოფელ ბეილოვოში დაიბადა. მისი მამა პირველ მსოფლიო ომში გარდაიცვალა, დედამ კი სრულიად მარტომ აღზარდა შვილები. თუმცა მისი ცხოვრებისეული ტრაგედია პირველი მსოფლიო ომით არ დასრულებულა. მეორე მსოფლიო ომმა დობრი დობრევის სმენა შეიწირა.


image


ის, რამაც ეს ადამიანი უნიკალურად აქცია გახლავთ მისი უსაზღვრო და უანგარო სიკეთე. წლების განმავლობაში დობრევი გამოეყო ცხოვრების მატერიალისტურ ასპექტებს და თავი მთლიანად სულიერ სამყაროს მიუძღვნა. დაახლოებით 2000 წელს მან გადაწყვიტა, რომ მთელი თავისი ქონება ეკლესიისთვის შეეწირა, რის შედეგადაც დღეს იგი ძალიან მოკრძალებულად და ხელმომჭირნედ ცხოვრობს თავის პატარა სოფელ ბეილოვოში. თუმცა დობრევს ამქვეყნიური მისიის აღსრულება ამით არ დაუსრულებია. მათხოვრობით შეგროვილი თითოეული პენით, რომელმაც საბოლოო ჯამში 40 000 ევროზე მეტი შეადგინა, მან ეკლესია-მონასტრების აღდგენა შეძლო.

სწორედ ეს არის ცხოვრების ის მიმართულება და მაგალითი, რომელიც დობრი დობრევმა მთელ კაცობრიობას აჩვენა და რის გამოც დღეს მას ბევრი "ბეილოვოს წმინდანს" უწოდებს.


image


image

imageimageimageimage
imageimage image
image
image
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage
image


6
699
11-ს მოსწონს
ავტორი:M.Blackmore
M.Blackmore
699
  
2014, 4 თებერვალი, 11:56
ასეთი ადამიანების ღვაწლზე დგას კაცობრიობა.
2014, 4 თებერვალი, 9:51
ღვთის რჩეულია და უბრალო დამთხვევა ვერ იქნება.
2014, 4 თებერვალი, 9:50
სახელოი და გვარიც როგორი აქვს:)
2014, 4 თებერვალი, 9:47
ასე დაწვრილებით არ ვიცოდი მისი ამბები, საოცარი ადამიანი ყოფილა, ღმერთს ებარებოდეს.
2014, 4 თებერვალი, 3:41
გმადლობ! :)
2014, 4 თებერვალი, 3:39
ძალიან საინტერესო სტატიაა
0 1 6