კინო გარდაიცვალა მსახიობი ფილიპ სეიმურ ჰოფმანი 2014, 3 თებერვალი, 16:54 აშშ-ში 46 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობი ფილიპ სეიმურ ჰოფმანი. წინასწარი ვერსიით სიკვდილის მიზეზი ნარკოტიკის ზედმეტი დოზა გახლავთ. დასტურდება, რომ მსახიობი თავის ნიუ იორკის ბინაშ იპოვნეს შპრიცით ხელში, რომელიც ხელში ჰქონდა გაკეთებული. შეგახსენებთ, რომ 2013 წელს მსახიობმა გაიარა მკურნალობის კურსები ჰეროინისგან თავის დასაღწევად. აქამდე ბოლო 20 წლის მანძილზე იგი არ გაკარებია ნარკოტიკს. მიმდინარეობს გამოძიება. ფილიპ სეიმურ ჰოფმანი ბევრ ჰოლივუდურ ფილმში თამაშობდა და რამდენიმეჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე, მათ შორის ფილმისთვის 'კაპოტე' მან ოსკარი აიღო.
50 1-ს მოსწონს
|