x
image
ჯონსონს დეიბი
მეოცე საუკუნის ორი უდიდესი კატასტროფა
მეოცე საუკუნე არის პროგრესისა და მაღალი ტექნოლოგიების საუკუნე. ამ საუკუნეში უამრავი გამოგონება მოხდა რომელმაც მსოფლიო შეცვალა რადიკალურად. სწორედ ამ გამოგონებებთან არის დაკავშირებული უმეტესი კატასტროფა. ეს ზუსტად ის მაგალითია როდესაც ადამიანის მიერ შექმნილმა ნივთებმა, თავად ადამიანებს მოაყენა უდიდესი ზარალი.ამის უამრავი მაგალითი არსებობს და სუყველას ვერანაირად ვერ ჩამოთვლი ერთ სტატიაში.აქ მოყვანილია მხოლოდ ორი ყველაზე მაშტაბური, დამანგრეველი და ცობილი საზღვაო კატასტროფების ფაქტები, რომლებიც უკვე ისტორიად არიენ ქცეული.


ლუზითანია..

მსოფლიო ისტორიაში მილიონობით გემის კატასტროფაა დაფიქსირებული, ეს თუ ასე შეიძლება ითქვას - ყველაზე "ძველი" ტექნოლოგიური კატასტროფები იყო! ტიტანიკი მათ შორის ყველაზე ცნობილია და ამიტომ მე აუვლი გვერდს მაგაზე საუბარს. ისედაც უამრავი ინფორმაცია არსებობს მის შესახებ. არა ნაკლებ ტრაგიკული ისტორია აქვს სხვა ბრიტანულ გემს
"ლუზითანიას. 1915 წლის 1 მაის ნიუ-იორკიდან ლივერპულში გაემგზავრა ეს ულამაზესი ლაინერი.ბორტზე 1959 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა.7 მაის გერმანული წყალქვეშა ნავის

მიერ იყო

ტორპედირებული, და სულ რაღაც 20 წუთში დაიძირა.1198 ადამიანი დაიღუპა ამ კატასტროფაში და

როგორც


ტიტანიკის შემთხვევაში ძირითადი მიზეზი პანიკა იყო.

48 სამაშველო ნავიდან,

image
ხოლოდ 6 იყო ჩაშვებული წყალში....

პირველი სურათი - გალიფაქსთან აფეთქება...ეს ერთად ერთი სურათია და 22 კილომეთრის მანძილიდან არის გადაღებული.საუბარი არის

1917 წლის 6 დეკემბერს მომხდარ აფეთქებაზე.წარმოგიდგენიათ

imageმეორე სურათი - ლუზითანია
რა ძალის აფეთკება უნდა მომხდარიყო, რომ 1917 წელს 22 კმ.ს.
მანძილიდან იმ დროს ფოტო ტექნიკამ ასე კარგათ დააფიქსირა !
***
1917 წლის 6 დეკემბერს, გალიფაქსის პორტში შემოდიოდიოდა სამხედრო სატრანსპორტო გემი - მონბლანი. ის დაეჯახა ნორვეგიულ სატვირთო გემს - იმო.ს, რომელიც პორტიდან გამოდიოდა. ისტორიკოსების და სამხედრო სპეციალისტების ვარაუდით ყოვლად შესაძლებელია რომ ბევრი არაფერი მოხდებოდა
ამ უბრალო შეტაკებით.მაგრამ საქმე იმაშია რომ მონბლანის

ტრიუმში
არალეგალურად იმყოფებოდა3000 ტონა ასაფეთქებელი ნივთიერება. დაიწყო დიდი ხანზარი და გემის ეკიპაჟმა სასწრაფოდ

დატოვა ის.
ამოვარდნილმა ქარმა გემი ნაპირისკენ მიიყვანა, სადაც უკვე საკმაოდ
ხალხი აგროვდა. დილის 9 საათზე გაისმა აფეთქება, რომლის მსგავსი კაცობრიობას არ გაუგონია და არც უნახავს, ატომური ჭურვის გამოგონებამდე.აფეთქებამ წამიერად, პორტის აკვატორიის ფსკერიც კი გამოაჩინა უდიდესი გემი ერთ წამში გაქრა.ამ გემის 100 კილოგრამიანი ნამსხვრევი 23 კილომეტრის მოშორებით იპოვეს !
იმ დღეს 3000 ადამიანზე მეტი დაიღუპა, 2000 საერთოდ გაქრა და დაკარგულად ითვლება, 9000 დასახიჩრდა, ქალაქი ნახევრად დაინგრა და პორტში მყოპი რამოდენიმე ათეული გემები დაიძირა....


3
229
7-ს მოსწონს
ავტორი:ჯონსონს დეიბი
ჯონსონს დეიბი
229
  
2013, 7 მარტი, 18:35
მადლობა ადმინს სათაურის კორექტირებისთვის
2013, 7 მარტი, 18:20
არ გაგეხარდებოდა ვიცი ( გამსაჩიბრებელს .იცის თავად მან )
2013, 7 მარტი, 17:51
სათაურზე არ კაიფობთ ? (უდიდესი დიდი ) ვაი ))))))))))))
0 1 3