x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ყველაზე ბინძური საგნები, რომელთაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვეხებით.
მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ვერ ხედავთ მათ, ისინი ყველგან და თითქმის ყოველთვის არიან, იქ სადაც ხართ, რასაც ეხებით თუ მიირთმევთ და ისინი თქვენშიც ცხოვრობენ- ეს ბაქტერიებია. ბაქტერიებს შეუძლიათ სხვადასხვა როლი შეასრულონ თქვენს ცხოვრებაში და არის შემთხვევები, როდესაც ადამიანის ცხოვრებას ფატალურად ასრულებენ კიდეც. სტატიაში გთავაზობთ იმ ბინძური საგნების სიას, რომელთაც ვეხებით ყოველდღიურ ცხოვრებაში და ცოტა სიფრთხილე არ გვაწყენდა. აი ისინიც:



1. კარის სახელური.

მიუხედავად იმისა, რომ სახელური გააუმჯობესეს, ძველებური სახელურებისგან განსხვავებით მცირე, მაგრამ გარკვეული რაოდენობით მაინც აქვს ბაქტერიები. ამიტომ მეტი ყურადღება გმართებთ, როდესაც საქმე საერთო საპირფარეშოს კარის სახელურს ეხება.

image





2. ბანკომატის ღილაკები.

ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ ბანკომატის ღილაკებზე მაღალი დონის ბაქტერიები- ბაცილები და ფსევდომონადები არსებობენ, რომლებიც დიარეას იწვევენ.


image


3. მართვის პანელი- პულტი.

მიუხედავად იმისა, რომ სახლში იცავთ ჰიგიენას, მართვის პანელები არის ქარხნულად შექმნილი ისეთი ნივთიერებისაგან, რომლიდანაც ბაქტერიები ჰიგიენის დაცვითაც კი არ ქრება. განსაკუთრებით ყურადღება მიაქციეთ საავადმყოფო დაწესებულებებში და თავშეყრის ადგილებში არსებულ "პულტებს", ვინაიდან გამოკვლევებით, "პულტზე" არსებული ბაქტერიები აღმოჩენილი იქნა ადამიანის, კერძოდ კი მამაკაცის სპერმაში, შარდში და სხვადასხვა სითხეებში.

image




4. უნიტაზი.

უნიტაზი რაღა თქმა უნდა არ ითვლება ყველაზე ბინძურ საგნად, თუ მას რეგულარულად ხეხავთ, სუფთა უნიტაზზე უარესი შეიძლება თქვენი მაცივარი აღმოჩნდეს ბაქტერიების თვალსაზრისით. სტატისტიკის მიხედვით კი ერთ კვადრატულ დიუმზე ყოველდღიურად 295 სახის ბაქტერია იყრის თავს უნიტაზის ზედაპირზე.

image


5. მობილური ტელეფონი.

თქვენ წარმოიდგინეთ, თქვენი მობილური ტელეფონი უფრო ბინძურია, ვიდრე უნიტაზი. ვინაიდან, როგორც ზემოთ მოგახსენეთ "მართვის პანელისა" არ იყოს, ისეთი ნივთიერებისგან იქმნება, რომელიც უამრავი ბაქტერიის მიზიდულობას იწვევს და ამავ დროს არის მრავალი დაავადების გამომწვევი, მაგ: კანის ინფექციები, მენინგიტი და ა.შ.

image






6. მიკროტალღური ღუმელი.

მუდმივად თუ არ გახეხეთ თქვენი მიკროტალღური ღუმელი, ცხიმების შემდგომი დაწვით ბაქტერიების გამრავლებას შეეწყობა ხელი და ის აუცილებლად მოხვდება საკვებში. წარმოიდგინეთ კოლონა ბაქტერიებით სავსე საკვების მირთმევა.

image




7. ფული.

სამედიცინო კვლევებმა აჩვენა, რომ ფულის ქაღალდის კუპიურები მრავალი ბაქტერიის მატარებელია, მითუმეტეს მას თითქმის ყოველ დღე და დღეში რამდენჯერმე ვეხებით, ინდივიდუალურად სამსახურიდან გამომდინარე ალბათ. ფული შეიცავს ისეთ ძლიერ ბაქტერიებს, რომელიც იწვევენ ადამიანის იმუნური სისტემის მკვეთრ დაქვეითებას, ასევე ВИЧ-ისა და კიბოს განვითარებას და სხვა პრობლემებს.

image



8. ესკალატორი.

უამრავი ბაქტერიის მატარებელია ესკალატორი, ვინაიდან თავშეყრის ადგილს წარმოადგენს მეტრო, ამიტომ მეტროთი მგზავრობის დროს, თუ სტაბილიზაციის აუცილებლობას არ წარმოადგენთ, ნუ შეეხებით ესკალატორს.

image




9. კლავიატურა.

თუ კლავიატურის მოხმარების შემდგომ ხელებს არ იბანთ, ჩათვალეთ რომ ინფექციის გამომწვევ მიკრობებთან იქმნით პრობლემებს, ვინაიდან კვლევებმა აღმოაჩინა სტაფილოკოკური ბაქტერიები მის ზედაპირზე.

image



10. საბავშვო მოედნები.

თქვენ წარმოიდგინეთ ერთ-ერთ საშიშ ადგილს ბაქტერიების თვალსაზრისით საბავშვო მოედნები წარმოადგენს, ვინაიდან ათასობით ბავშვი იყრის თავს სასრიალოზე, საქანელაზე, ეხებიან ჭუჭყიანი ხელებით სახელურს, თამაშობენ, ყვირიან და ამით ჰაერწვეთოვანი გზით კიდევ უფრო გადააქვთ სხვა პირადი ბაქტერია ერთმანეთთან.

image


11
250
19-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
250
  
2014, 4 თებერვალი, 21:29
ფული... :)
2014, 2 თებერვალი, 18:14
ანუ სტერილურად უნდა ვიცხოვროთ,უკვე ყველაფერი შემძულდა:))))))))))))))
2014, 2 თებერვალი, 13:33
მაინც ფული მგონია ყველაზე ჭუჭყიანი:პირდაპირი და ირიბი გაგებითაც:)
2014, 2 თებერვალი, 13:04
:D:D აბა შენ იცი.
2014, 2 თებერვალი, 13:02
:) დღეიდან ტუალეტში აღარ შევდივარ,კარებს ფეხით ვაღებ,სტატიას სხვას ვაწერინებ,მეტროში ისედაც არ ჩავდივარ და ფული არც მაქვს:D :D ან თათმანები მაქვს საყიდი:D
2014, 2 თებერვალი, 12:57
აბა რა მე არაფრერი მეზარება :P
2014, 2 თებერვალი, 12:55
შენ ეგ თქვი :D:D ოღონდ იყოს და რეგულარულად დავიბანდი ხელს :D
2014, 2 თებერვალი, 12:54
და ისე 7 ჭუჭყს ვისურვებდი ჩვენთვის :P არ გამოგვლეოდეს
2014, 2 თებერვალი, 12:53
გაიხარეთ გოგონებო :*:*
2014, 2 თებერვალი, 12:50
საინტერესოაა :)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10