x
მეტი
  • 28.06.2024
  • სტატია:135637
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510008
პუტინის პრეზიდენტობა უკვე ქრონიკულში გადავიდა

image

რუსეთში დრეს დიდი დღეა დიდი, გადაკეტილია ცენტრალური
ქუჩები მანქანებისთვის და ფეხით მოსიარულეებისთვისაც, დიდი დღეა დიდი, პუტინი კრემლში
წითელ ხალიჩაზე გაივლის, ხალიჩის ბოლოში მას
მედვედევი დახვდება გადასცემს პრეზიდენტის ნიშანს და დადებს
ფიცს, რომ სამართლიანად გაუძღვება სახელმწიფოს. ინაუგურაციის დამთავრების შემდეგ მედვედევი დატოვებს კრემლს ხოლო პუტინს პატრიარქი დალოცავს. ცერემონიაზე მიწვეულია 3.000 კაცი.
ინაუგურაციის შემდეგ პუტინს, როგორც მთავარსარდალს
ოფიციალურად გადაეცემა, სახელმწიფოს ბირთვული იარაღის მართვის უფლება (რასაც იმედია არ გამოიყენებს და ნერვები არ უმტყუნებს) პუტინის ინაუგურაციის ცერემონიას ზედიზედ 6 რუსული არხი გააშუქებს. აქამდე მხოლოდ 3 არხის პირდაპირ ეტერში გადაიცემოდა ინაუგურაციის ცერემონია. სახელმწიფო პირველი არხი მოსკოვის დროით 9:15 წუთიდან დაიწყებს პოლიტიკოსების და ესქპერტების ინტერვიუების ტრანსლირებას. НТВ გაუშვებს გერმანულ ფილმს „მე პუტინი ვარ“ რომლის ჩვენებაც დაგეგმილი იყო 2 მარტს, მაგრამ გადაიდო ინაუგურაციამდე. პუტინის პრეს მდივანი აცხადებს, რომ 6 არხმა დამოუკიდებლად გამოთქვა სურვილი ინაუგურაციის
პირდაპირ ეთერში გაშვების. შეგახსენებთ, რომ პუტინი უკვე მესამედ გადის კრემლში ინაუგურაციის ცერემონიას და ეს ყველაფერი ლიბიის ისტორიას მახსენებს ჯერ გაუგებარი დასასრულით.

მოვა თეთრ სახლში ახალი პრეზიდენტი და პუტინს გაუგზავნის
წერილს:

„ჩემო საყვარელო, შენს ხელში უკვე დავაჟკაცდა ნავალნი.
დროა უკვე კადაფს მიბაძო, თქვენ ნუ გეშინიათ ყველაფერს ჩვენ მოვაგვარებთ“ ასე ხუმრობს რუსული პრესა პუტინის გაპრეზიდენტებაზე.

ქართულმა მიწამაც იგრძნო პუტინის ინაუგურაცია და ნერვიულობის
ნიადაგზე 6 ბალიანი მიწისძვრა მოახდინა. უკვე არ ვიცი პუტინის თუ მიწისძვრის უნდა გვეშინოდეს.
ორივე ქრონიკულია.

2
69
3-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ მინდიაშვილი
მარიამ მინდიაშვილი
69
  
ყველაზე უბედურება ისაა რომ მიშიკოს რეჟიმის აორთქლება ფულით შეიძლება და რუსეთის ხელისუფლების გადაგდებას იმდენი 0 ჭირდება, რომ მეეჭვება ვინმეს ქონდეს ან უღირდეს საერთოდ...
2012, 7 მაისი, 19:56
ისევე როგორ მიშიკოს
0 1 2