x
image
K.P.
ვისზეა შეყვარებული თიკა ჯამბურია და რატომ გადაწყვიტა იყოს ბედნიერი?

imageმომღერალ თიკა ჯამბურიას საზოგადოება ბავშვობიდან იცნობს. წლების წინ ყველაზე პოპულარული ბავშვი გახლდათ, ნაადრევად იქორწინა ბექა ხოფერიაზე, სამწუხაროდ ქორწინება არ შედგა. ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე თითქოს თიკა ქართულ შეობიზნესს ჩამოშორდა, თუმცა უკვე რამდენიმე თვეა ახალ-ახალი ამბებით გვანებივრებს და საკმაოდ პოპულარულიცაა. მომღერალმა სულ ცოტა ხნის წინ საკუთარი ნიშნობა გაითამაშა იმის დასამტკიცებლად, რომ ჟურნალისტები წარსულს ეპოტინებიან, რადგან მომღერლის ახლანდელი და მომავალი რეალობის შესახებ არც არაფერი იციან. ასეა თუ ისე როგორც ჩანს მომღერლის პირად ცხოვრებაში სიახლეები არ არის.

თიკა ახალ კლიპზე მუშაობს, რომელსაც თებერვლის ბოლოს ვიხილავთ. როგორც ჩანს წინ ცეცხლოვანი კლიპი გველის, რადგან საგანგებოდ მისთვის მომღერალმა იმიჯი შეიცვალა და სექსუალურ, თამამად ჩაცმულ ქალბატონად მოგვევლინა. თიკას ახალ იმიჯს ვერ დავუწუნებთ, ფაქტია ძალიან უხდება. გულშემატკივრები და მეგობრები თიკას ახალი იმიჯით აღფრთოვანებულები არიან, კომპლიმენტებსაც არ იშურებენ, რასაც მომღერალი გამოეხმაურა: "თქვენ კლიპი უნდა ნახოთ! საკუთარ თავზე ვარ შეყვარებული". როგორც ჩანს, "საკუთარ თავზე შეყვარებული" მომღერალი თავს მშვენივრად გრძნობს და ბედნიერებისთვის მამაკაცი სულაც არ სჭირდება. "მე გადავწყვიტე ვიყო ბედნიერი, იმიტომ რომ ეს სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის"-წერს თიკა სოციალურ ქსელში. ვუსურვოთ მომღერალს წარმატებები და ბედნიერი მომავალი...

imageimage
imageimageimageimage

1
387
6-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
387
  
2014, 2 თებერვალი, 12:52
ყოჩაღ თიკას....არაჩვეულებრივად გამოიყურება
0 1 1