ტატუ ეს სხეულის მოხატვის ხელოვნებაა, იგი ადრე კრიმინალურ პირებთან ასოცირდებოდა დღეს კი ის ერთ-ერთი ყველაზე ელიტური და მოდური ტენდენციაა.თანამედროვე ცხოვრებაში ტატუ ადამიანის ინდივიდუალურობას ინტერესებსადა მისწრაფებებს უსვამს ხაზს.ყურადღება მიაქციეთ როგორ ჰიგიენურ პირობებში იკეთებთ ტატუს, მას შემდეგ რაც თქვენთვის სასურველ სიმბოლოს შეარჩევთ დგება დრო როცა სხეულზე ტატუსთვის სასურველი ადგილი უნდა მონახოთ, გაითვალისწინეთ რომ სხეულის ზოგიერთ ადგილას მისი გაკეთება საკმაოდ მტკივნეულია.პირვანდელი სახის შესანარჩუნებლად მას კარგადაც უნდა მოუაროთ, თუ თქვენს სხეულზე გამოსახულმა ნახატმა ან სიმბოლომ რომელიც ერთ დროს თქვენს აღფრთოვანებას იწვევდა და დღეს კი თავი მოგაბეზრათ, მისი მოშორება შედარებით უმტკივნეულოდ ლაზერის დახმარებით უკვე შესაძლებელია.