საქართველო "მე ცამდე მართალი ვარ"- აცხადებს გვამების მოთხოვნის მერე ვანო მერაბიშვილი 2014, 30 იანვარი, 19:11 მუხროვანის აჯანყების დროს გადაღებული ვიდეოკადრების გავრცელების თაობაზე ვანო მერაბიშვილი განცხადებას აკეთებს. როგორც ვიცით, მერაბიშვილი სასწრაფოდ ორ გვამს ითხოვდა და სოლიდურ პრემიასაც სთავაზობდა მათ მიმტანს. ის ცდილობს საზოგადოებას აუხსნას ამ განცხადების არსი.
მერაბიშვილი აცხადებს, რომ მუხროვანის აჯანყებაში ცნობილი ადამიანების გარდა, მონაწილეობდა ორი რუსი "მრჩეველი" და შეთქმულების მონაწილეებმა მოახდინეს მათი ლიკვიდაცია. ის სწორედ ამ ორი გვამის პოვნის დავალებას იძლევა.
ის ამბობს, რომ ამ ორი გვამის მოძებნით დაამტკიცებდა კავშირს აჯანყებასა და რუსეთს შორის. ირწმუნება, რომ ერთ საათში დაკავებული იქნა მინიმუმ თხუტმეტი ადამიანი, რეინჯერების ხუთ-შვიდ კაციანი ჯგუფი და არ გამოიყენეს ცეცხლსასროლი იარაღი. ასევე ამახვილებს ყურადღებას ორგანიზატორთა დაკავებაზე და ოთანაძისა და მისი ჯგუფის აყვანის თაობაზე. აღნიშნავს, რომ კადრების გადაღებიდან მათ აყვანამდე სამი კვირა იყო გასული და კავშირს ამ ორ მოვლენას შორის ვერ ხედავს. მერაბიშვილი მოითხოვს პროკურატურისგან, რომ მიუკერძოებლად შეისწავლონ ეს საკითხი და აცხადებს, რომ ცამდე მართალია.
მერაბიშვილი აცხადებს, რომ 2008 წლის ომის და კოდორის ოპერაციის დროს იყო ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელი და არასოდეს არ გაუცია არცერთი ადამიანის ლიკვიდაციის თაობაზე ბრძანება. ამბობს, რომ მზად არის უპასუხოს ყველა შეკითხვას და მიაწოდოს ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებს.
112 3-ს მოსწონს
|